ჩიხტი
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
ქართული თავხურვის ეს ელემენტი XIX ს. [[საქართველო|საქართველოში]] ორი ფორმითაა ცნობილი: ა. მაღალი ჩიხტა ბ. დაბალი, ანუ „კახური ჩიხტა“, თუ მაღალი ჩიხტას მომხმარებლად მაღალი წოდების ქალები ჩანან, დაბალი ჩიხტა მასობრივად იყო გავრცელებული. გათხოვილი ქალები სახლშიაც თავდახურულები იყვნენ. ჩიხტას საოჯახო პირობებში ამზადებდნენ. | ქართული თავხურვის ეს ელემენტი XIX ს. [[საქართველო|საქართველოში]] ორი ფორმითაა ცნობილი: ა. მაღალი ჩიხტა ბ. დაბალი, ანუ „კახური ჩიხტა“, თუ მაღალი ჩიხტას მომხმარებლად მაღალი წოდების ქალები ჩანან, დაბალი ჩიხტა მასობრივად იყო გავრცელებული. გათხოვილი ქალები სახლშიაც თავდახურულები იყვნენ. ჩიხტას საოჯახო პირობებში ამზადებდნენ. | ||
− | + | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:ქართული სამოსი]] | [[კატეგორია:ქართული სამოსი]] | ||
+ | [[კატეგორია:თავსაბურავები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:57, 17 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ჩიხტი - (ჩიხტა) - გათხოვილი ქალის თავზე დასადგამი თავსაბური. მასალად გამოიყენებოდა ერთმანეთზე დაწებებული ქაღალდების წყება ან ხის თხელი ბწკალი, რკალისებურად მოყვანილ და თავზე მორგებულ ამ თავსარქმელს უკანა განიერი ნაწილი შედარებით ბრტყელი ჰქონდა და დაქანებულიც. ნაპირებს ქობად შემოსდევდა თალხი ფერის ნაჭერი - „კიდურისსადები“, რომელთა შორის თავსაკრავს ათავსებდნენ. ჩიხტას ზემოდან ეფინებოდა ლეჩაქი, რომელიც ჩიხტში ჩადებულ კოპზე ქინძისთავებით მაგრდებოდა.
ქართული თავხურვის ეს ელემენტი XIX ს. საქართველოში ორი ფორმითაა ცნობილი: ა. მაღალი ჩიხტა ბ. დაბალი, ანუ „კახური ჩიხტა“, თუ მაღალი ჩიხტას მომხმარებლად მაღალი წოდების ქალები ჩანან, დაბალი ჩიხტა მასობრივად იყო გავრცელებული. გათხოვილი ქალები სახლშიაც თავდახურულები იყვნენ. ჩიხტას საოჯახო პირობებში ამზადებდნენ.