შინდისის ღვთისმშობლის ეკლესია
| (ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''შინდისის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''შინდისის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში,[[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]], სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
| − | ეკლესია დარბაზულია (9,64 X 6,96 მ), ნაგებია ძირითადად [[აგური]]თა და რიყის ქვით. კონსტრუქციის ნაწილები და კუთხეები - თლილი | + | ეკლესია დარბაზულია (9,64 X 6,96 მ), ნაგებია ძირითადად [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]თა და [[რიყის ქვა|რიყის ქვით]]. კონსტრუქციის ნაწილები და კუთხეები - თლილი [[ტუფი]]თ. შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთი [[კედელი|კედლის]] დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული [[აფსიდა|აფსიდის]] ღერძზე [[თაღოვანი სარკმელი]]ა. მის მარჯვენა მხარეს ერთი ღრმა სწორკუთხა [[ნიში]]ა, ხოლო მარცხენა მხარეს - აგურის თითო სწორკუთხა და წრიული ნიშია. თაღოვანი სარკმლები დასავლეთ კედელში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. [[საკურთხეველი|საკურთხეველში]] დგას სატრაპეზო სწორკუთხა ქვა. საკურთხევლის წინ აგურით ნაწყობი ნახევრად დანგრეული [[კანკელი|კანკელია]]. დარბაზის გრძივ კედლებზე [[პილასტრი|პილასტრებია]], რომლებსაც ეყრდნობა [[ცილინდრული კამარა|ცილინდრული კამარის]] [[საბჯენი თაღი]]. სამხრეთ კედელში, [[კამარის ქუსლი]]ს დონეზე ორი, ხოლო აფსიდის კონქის გვერდებზე თითო რეზონატორია. მოგვიანებით კამარის აღმოსავლეთ ნაწილში აყვანილია აგურის [[საკვამური]]. აღმოსავლეთ ფასადზე, თლილი ქვით მოჩარჩოებული სარკმლის თავზე, გამოსახულია ტოლმკლავებიანი რელიეფური [[ჯვარი]], სარკმლის ღერძზე, [[ფრონტონი]]ს წვეროში - შეღრმავებული ჯვარი. სახურავის ქიმზე ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავი დგას. შენობას შემოვლებული აქვს აგურის თაროსებრი [[ლავგარდანი]]. [[ორფერდა სახურავი|სახურავი ორფერდაა]], გადახურულია [[კრამიტი]]თ. |
| + | |||
| + | |||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| ხაზი 11: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]] | [[კატეგორია: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]] | ||
| + | [[კატეგორია: დარბაზული ეკლესიები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:22, 29 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
შინდისის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
[რედაქტირება] აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (9,64 X 6,96 მ), ნაგებია ძირითადად აგურითა და რიყის ქვით. კონსტრუქციის ნაწილები და კუთხეები - თლილი ტუფით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. მის მარჯვენა მხარეს ერთი ღრმა სწორკუთხა ნიშია, ხოლო მარცხენა მხარეს - აგურის თითო სწორკუთხა და წრიული ნიშია. თაღოვანი სარკმლები დასავლეთ კედელში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. საკურთხეველში დგას სატრაპეზო სწორკუთხა ქვა. საკურთხევლის წინ აგურით ნაწყობი ნახევრად დანგრეული კანკელია. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთ კედელში, კამარის ქუსლის დონეზე ორი, ხოლო აფსიდის კონქის გვერდებზე თითო რეზონატორია. მოგვიანებით კამარის აღმოსავლეთ ნაწილში აყვანილია აგურის საკვამური. აღმოსავლეთ ფასადზე, თლილი ქვით მოჩარჩოებული სარკმლის თავზე, გამოსახულია ტოლმკლავებიანი რელიეფური ჯვარი, სარკმლის ღერძზე, ფრონტონის წვეროში - შეღრმავებული ჯვარი. სახურავის ქიმზე ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავი დგას. შენობას შემოვლებული აქვს აგურის თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.