ბერიშვილი პავლე
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
საბჭოთა [[ოკუპაცია|ოკუპაციის]] დროს მონაწილეობას იღებდა საოკუპაციო ძალებთან [[ბრძოლა|ბრძოლაში]], მოგვიანებით მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 დაპატიმრებულ იქნა ჩეკას მიერ. 1926 გადაასახლეს შუა [[აზია|აზიაში]], თუმცა კარგი მუშაობის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ის გათავისუფლების შემდეგ კვლავ აგრძელებდა. 1929 წელს ის კიდევ ერთხელ იქნა გადასახლებული. 1935 დაბრუნდა საქართველოში. 1937 დააპატიმრეს და დახვრიტეს. | საბჭოთა [[ოკუპაცია|ოკუპაციის]] დროს მონაწილეობას იღებდა საოკუპაციო ძალებთან [[ბრძოლა|ბრძოლაში]], მოგვიანებით მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 დაპატიმრებულ იქნა ჩეკას მიერ. 1926 გადაასახლეს შუა [[აზია|აზიაში]], თუმცა კარგი მუშაობის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ის გათავისუფლების შემდეგ კვლავ აგრძელებდა. 1929 წელს ის კიდევ ერთხელ იქნა გადასახლებული. 1935 დაბრუნდა საქართველოში. 1937 დააპატიმრეს და დახვრიტეს. | ||
| − | + | ||
| + | '''''მანუჩარ გუნცაძე''''' | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
მიმდინარე ცვლილება 12:38, 4 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
ბერიშვილი პავლე აბრამის ძე (დ. - 1891, სოფ. მოედანი - გ. - 17.11.1937) - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
თავდაპირველი განათლება მიიღო ონის სამოქალაქო სასწავლებელში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ბაქოს ტექნიკურ სასწავლებელში ლითონის დამუშავებისა და ხარატის სპეციალობით. სწავლის პერიოდიდანვე ჩაება სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში და მისი წევრიც გახდა. ბაქოდან საცხოვრებლად გადავიდა პეტერბურგში, სადაც ქარხანაში დაიწყო მუშაობა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ იგი მოხალისედ მიდის ომში.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ პ. ბერიშვილი მუშაობას იწყებს პროფკავშირების საბჭოში, ჯერ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკაში, შემდეგ კი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. როგორც სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი, ის აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. დამოუკიდებლობის პერიოდში ასევე მუშაობდა შრომის სამინისტროში
საბჭოთა ოკუპაციის დროს მონაწილეობას იღებდა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში, მოგვიანებით მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 დაპატიმრებულ იქნა ჩეკას მიერ. 1926 გადაასახლეს შუა აზიაში, თუმცა კარგი მუშაობის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ის გათავისუფლების შემდეგ კვლავ აგრძელებდა. 1929 წელს ის კიდევ ერთხელ იქნა გადასახლებული. 1935 დაბრუნდა საქართველოში. 1937 დააპატიმრეს და დახვრიტეს.
მანუჩარ გუნცაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი