სიდური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სიდური''' – ''(ბაბილონ.)'' ქალღმერთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ [[გ...)
 
 
(2 მომხმარებლების 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სიდური''' – ''(ბაბილონ.)'' ქალღმერთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ [[გილგამეში]]ს ეპოსში გვხვდება.
+
'''სიდური''' – ''(ბაბილონ.)'' ქალღმერთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ [[გილგამეში]]ს ეპოსში გვხვდება. წარმოშობით ეს სახელი არც შუმერულია და არც აქადური; შესაძლოა ხურიტულ სამყაროს უკავშირდებოდეს (ერთ ბუნდოვან კონტექსტში სიდური თითქოს „ქალწულს“ უნდა ნიშნავდეს).  
წარმოშობით ეს სახელი არც შუმერულია და არც აქადური; შესაძლოა ხურიტულ სამყაროს უკავშირდებოდეს (ერთ ბუნდოვან
+
კონტექსტში სიდური თითქოს „ქალწულს“ უნდა ნიშნავდეს). იგი სრულიად განმარტოებით ცხოვრობს მზის დასავლეთით,
+
ქვეყნის მიღმა, ზღვის შუაგულში მდებარე კუნძულზე. მისი ეპითეტია „მევაჟინე“, რაც თითქოს უნდა მიუთითებდეს ამ ქალღმერთის ფუნქციაზე, რომელიც მას ჩვენამდე მოუღწეველ მითოსში უნდა ჰქონოდა (გილგ. ეპოსში გაკვრით არის ნათქვამი,
+
რომ მას „ჭურჭელს უმზადებენ“ ღმერთები). თუმცა ეს ეპითეტი სავსებით შეესაბამება მის სულისკვეთებას, როცა მოუწოდებს
+
გილგამეშს უზრუნველი და მხიარული ცხოვრებისაკენ. ამ მხრივ იგი ენათესავება [[კირკე]]სა და [[ნიმფები|ნიმფა]] [[კალიფსო]]ს; განსაკუთრებით ამ უკანასკნელთან მას აახლოებს მისი დახასიათება: „საბურველით იბურება“. ჰომეროსის „[[ოდისეა]]ს“ მიხედვით კალიფსოც კაცთა საცხოვრისიდან შორს დასავლეთით ბინადრობს კუნძულ ოლიგიაზე. სიდურის მსგავსადვე მისი კუნძულიც ოკეანეს „ჭიპთან“ მდებარეობს. ერთ საცნობარო ლურსმულ ტექსტში სიდური გაიგივებულია [[იშთარი|იშთართან]], კერძოდ, „სიბრძნის იშთართან“, თუმცა სხვაგან არსად არ არის დადასტურებული მისი ამგვარი ბუნება. გილგამეშის
+
ეპოსში მისი ბაგეებით ღაღადებს ყოველდღიური, ყოფითი სიბრძნე, – ეს ის სიტყვებია, რითაც მას სურს დააბრკოლოს სიცოცხლის
+
აზრის საძიებლად დაძრული გმირი:
+
  
:::::::::აწ სავსე გქონდეს სტომაქი, გილგამეშ,  
+
იგი სრულიად განმარტოებით ცხოვრობს მზის დასავლეთით, ქვეყნის მიღმა, ზღვის შუაგულში მდებარე კუნძულზე. მისი [[ეპითეტი]]ა „მევაჟინე“, რაც თითქოს უნდა მიუთითებდეს ამ ქალღმერთის ფუნქციაზე, რომელიც მას ჩვენამდე მოუღწეველ მითოსში უნდა ჰქონოდა (გილგ. ეპოსში გაკვრით არის ნათქვამი, რომ მას „ჭურჭელს უმზადებენ“ ღმერთები). თუმცა ეს ეპითეტი სავსებით შეესაბამება მის სულისკვეთებას, როცა მოუწოდებს [[გილგამეში|გილგამეშს]] უზრუნველი და მხიარული ცხოვრებისაკენ. ამ მხრივ იგი ენათესავება [[კირკე]]სა და [[ნიმფები|ნიმფა]] [[კალიფსო]]ს; განსაკუთრებით ამ უკანასკნელთან მას აახლოებს მისი დახასიათება: „საბურველით იბურება“. ჰომეროსის „[[ოდისეა]]ს“ მიხედვით კალიფსოც კაცთა საცხოვრისიდან შორს დასავლეთით ბინადრობს კუნძულ ოლიგიაზე. სიდურის მსგავსადვე მისი კუნძულიც ოკეანეს „ჭიპთან“ მდებარეობს.
:::::::::დღითა და ღამით განუწყვეტლივ ილხენდე,  
+
 
:::::::::დღენიადაგ მართავდე ნადიმს,  
+
ერთ საცნობარო ლურსმულ ტექსტში სიდური გაიგივებულია [[იშთარი|იშთართან]], კერძოდ, „სიბრძნის იშთართან“, თუმცა სხვაგან არსად არ არის დადასტურებული მისი ამგვარი ბუნება. გილგამეშის [[ეპოსი|ეპოსში]] მისი ბაგეებით ღაღადებს ყოველდღიური, ყოფითი სიბრძნე, – ეს ის სიტყვებია, რითაც მას სურს დააბრკოლოს სიცოცხლის აზრის საძიებლად დაძრული გმირი:  
:::::::::დღითა და ღამით როკვიდე, მღერდე,
+
 
:::::::::სპეტაკი სამოსელი გემოსოს,
+
:::::::აწ სავსე გქონდეს სტომაქი, გილგამეშ,  
:::::::::თავს განიბანდე, ტანს განიბანდე,
+
:::::::დღითა და ღამით განუწყვეტლივ ილხენდე,  
:::::::::ზრუნავდე ჩვილზე, ხელთ რომ გეჭირება,
+
:::::::დღენიადაგ მართავდე ნადიმს,  
:::::::::შენს მკერდზე ხარობდეს მეუღლე შენი,
+
:::::::დღითა და ღამით როკვიდე, მღერდე,
:::::::::რამეთუ ესაა ხვედრი კაცისა.
+
:::::::სპეტაკი სამოსელი გემოსოს,
 +
:::::::თავს განიბანდე, ტანს განიბანდე,
 +
:::::::ზრუნავდე ჩვილზე, ხელთ რომ გეჭირება,
 +
:::::::შენს მკერდზე ხარობდეს მეუღლე შენი,
 +
:::::::რამეთუ ესაა ხვედრი კაცისა.
  
  
ხაზი 25: ხაზი 22:
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 +
[[კატეგორია:შუამდინარული მითები]]
 
[[კატეგორია:ბაბილონური მითები]]
 
[[კატეგორია:ბაბილონური მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ქალღმერთები]]
 +
[[კატეგორია:ბაბილონური ქალღმერთები]]
 +
[[კატეგორია:გილგამეში‏‎]]

მიმდინარე ცვლილება 14:56, 26 დეკემბერი 2023 მდგომარეობით

სიდური(ბაბილონ.) ქალღმერთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გილგამეშის ეპოსში გვხვდება. წარმოშობით ეს სახელი არც შუმერულია და არც აქადური; შესაძლოა ხურიტულ სამყაროს უკავშირდებოდეს (ერთ ბუნდოვან კონტექსტში სიდური თითქოს „ქალწულს“ უნდა ნიშნავდეს).

იგი სრულიად განმარტოებით ცხოვრობს მზის დასავლეთით, ქვეყნის მიღმა, ზღვის შუაგულში მდებარე კუნძულზე. მისი ეპითეტია „მევაჟინე“, რაც თითქოს უნდა მიუთითებდეს ამ ქალღმერთის ფუნქციაზე, რომელიც მას ჩვენამდე მოუღწეველ მითოსში უნდა ჰქონოდა (გილგ. ეპოსში გაკვრით არის ნათქვამი, რომ მას „ჭურჭელს უმზადებენ“ ღმერთები). თუმცა ეს ეპითეტი სავსებით შეესაბამება მის სულისკვეთებას, როცა მოუწოდებს გილგამეშს უზრუნველი და მხიარული ცხოვრებისაკენ. ამ მხრივ იგი ენათესავება კირკესა და ნიმფა კალიფსოს; განსაკუთრებით ამ უკანასკნელთან მას აახლოებს მისი დახასიათება: „საბურველით იბურება“. ჰომეროსის „ოდისეას“ მიხედვით კალიფსოც კაცთა საცხოვრისიდან შორს დასავლეთით ბინადრობს კუნძულ ოლიგიაზე. სიდურის მსგავსადვე მისი კუნძულიც ოკეანეს „ჭიპთან“ მდებარეობს.

ერთ საცნობარო ლურსმულ ტექსტში სიდური გაიგივებულია იშთართან, კერძოდ, „სიბრძნის იშთართან“, თუმცა სხვაგან არსად არ არის დადასტურებული მისი ამგვარი ბუნება. გილგამეშის ეპოსში მისი ბაგეებით ღაღადებს ყოველდღიური, ყოფითი სიბრძნე, – ეს ის სიტყვებია, რითაც მას სურს დააბრკოლოს სიცოცხლის აზრის საძიებლად დაძრული გმირი:

აწ სავსე გქონდეს სტომაქი, გილგამეშ,
დღითა და ღამით განუწყვეტლივ ილხენდე,
დღენიადაგ მართავდე ნადიმს,
დღითა და ღამით როკვიდე, მღერდე,
სპეტაკი სამოსელი გემოსოს,
თავს განიბანდე, ტანს განიბანდე,
ზრუნავდე ჩვილზე, ხელთ რომ გეჭირება,
შენს მკერდზე ხარობდეს მეუღლე შენი,
რამეთუ ესაა ხვედრი კაცისა.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები