სირენები
(ახალი გვერდი: '''სირენები''' – ''(ბერძნ.)'' მომღერალი ქალჩიტები. აქელოოსისა და [[...) |
|||
| (2 მომხმარებლების 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Odisevsi da sirenebi.png|thumb|290პქ|'''ოდისევსი და სირენები'''. <br />სტამნოსის [[ფერწერა]] (ძვ.წ. 475 წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი]] | ||
| + | |||
'''სირენები''' – ''(ბერძნ.)'' მომღერალი ქალჩიტები. [[აქელოოსი]]სა და [[ტერფსიქორე]]ს (სხვა ვერსიით, [[ფორკისი]]სა და კეტოს ან [[სტეროპე]]ს) ქალიშვილები. | '''სირენები''' – ''(ბერძნ.)'' მომღერალი ქალჩიტები. [[აქელოოსი]]სა და [[ტერფსიქორე]]ს (სხვა ვერსიით, [[ფორკისი]]სა და კეტოს ან [[სტეროპე]]ს) ქალიშვილები. | ||
თავდაპირველად სირენები, გასაოცარი სილამაზის ზღვის ქალწულები, [[დემეტრე]]ს ამალის წევრები ყოფილან. ისინი შეესწრნენ | თავდაპირველად სირენები, გასაოცარი სილამაზის ზღვის ქალწულები, [[დემეტრე]]ს ამალის წევრები ყოფილან. ისინი შეესწრნენ | ||
| − | [[ჰადესი]] | + | [[ჰადესი (ღმერთი)|ჰადესის]] მიერ [[პერსეფონე]]ს მოტაცებას და ეს ამბავი დიად ქალღმერთს არ გაუმხილეს. განრისხდა დემეტრე და სირენები |
ქალჩიტებად გარდასახა. | ქალჩიტებად გარდასახა. | ||
| ხაზი 12: | ხაზი 14: | ||
[[ოდისევსი]] გრძნეული [[კირკე]]ს რჩევით გადაურჩა სირენათა საბედისწერო გალობას. მიუახლოვდა თუ არა მათ კუნძულს, | [[ოდისევსი]] გრძნეული [[კირკე]]ს რჩევით გადაურჩა სირენათა საბედისწერო გალობას. მიუახლოვდა თუ არა მათ კუნძულს, | ||
თანამგზავრებს უბრძანა, ყურები ცვილით ამოევსოთ. თავად კი, რადგანაც მეტისმეტად აინტერესებდა ფრთოსანთა საოცარი ხმის | თანამგზავრებს უბრძანა, ყურები ცვილით ამოევსოთ. თავად კი, რადგანაც მეტისმეტად აინტერესებდა ფრთოსანთა საოცარი ხმის | ||
| − | გაგება, ანძაზე მიბმულმა გაუძლო საცთურს. ასე რომ, ოდისევსი პირველი იყო, ვინც სირენათა სიმღერა მოისმინა. სასოწარკვეთილი ქალჩიტები კი ამის გამო ზღვაში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. | + | გაგება, ანძაზე მიბმულმა გაუძლო საცთურს. ასე რომ, ოდისევსი პირველი იყო, ვინც სირენათა [[სიმღერა]] მოისმინა. სასოწარკვეთილი ქალჩიტები კი ამის გამო ზღვაში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. |
არსებობობს სირენათა დაღუპვის სხვა ვერსიაც: როდესაც [[არგონავტები]] მიუახლოვდნენ ჯადოსნური ფრთოსნების კუნძულს, | არსებობობს სირენათა დაღუპვის სხვა ვერსიაც: როდესაც [[არგონავტები]] მიუახლოვდნენ ჯადოსნური ფრთოსნების კუნძულს, | ||
| ხაზი 32: | ხაზი 34: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითიური არსებები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:11, 11 ნოემბერი 2021 მდგომარეობით
სირენები – (ბერძნ.) მომღერალი ქალჩიტები. აქელოოსისა და ტერფსიქორეს (სხვა ვერსიით, ფორკისისა და კეტოს ან სტეროპეს) ქალიშვილები.
თავდაპირველად სირენები, გასაოცარი სილამაზის ზღვის ქალწულები, დემეტრეს ამალის წევრები ყოფილან. ისინი შეესწრნენ ჰადესის მიერ პერსეფონეს მოტაცებას და ეს ამბავი დიად ქალღმერთს არ გაუმხილეს. განრისხდა დემეტრე და სირენები ქალჩიტებად გარდასახა.
სირენები მოსახლეობდნენ შუაგულ ზღვაში, კუნძულ ანთემოესაზე, რომელიც ადამიანის ძვლებითა და გამომშრალი ტყავებით იყო მოფენილი. ისინი, ქალჩიტა ჰარპიებისგან განსხვავებით, თავს კი არ ესხმოდნენ ადამიანებს, არამედ ჯადოსნური გალობით ხიბლავდნენ და თავისი კუნძულისაკენ იზიდავდნენ. მონუსხული ადამიანები კი თავისით იღუპებოდნენ სწორედ მაშინ, როდესაც სირენებისკენ ისწრაფვოდნენ.
ოდისევსი გრძნეული კირკეს რჩევით გადაურჩა სირენათა საბედისწერო გალობას. მიუახლოვდა თუ არა მათ კუნძულს, თანამგზავრებს უბრძანა, ყურები ცვილით ამოევსოთ. თავად კი, რადგანაც მეტისმეტად აინტერესებდა ფრთოსანთა საოცარი ხმის გაგება, ანძაზე მიბმულმა გაუძლო საცთურს. ასე რომ, ოდისევსი პირველი იყო, ვინც სირენათა სიმღერა მოისმინა. სასოწარკვეთილი ქალჩიტები კი ამის გამო ზღვაში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ.
არსებობობს სირენათა დაღუპვის სხვა ვერსიაც: როდესაც არგონავტები მიუახლოვდნენ ჯადოსნური ფრთოსნების კუნძულს, ორფევსმა თავისი სიმღერით გადაფარა მათი გალობა. „არგომ“ მშვიდობით ჩაუქროლა ანთემოეასას, სირენები კი კლდეებად გარდაისახნენ.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თავიანთი სიმღერით გაამაყებულმა სირენებმა მუზები გამოიწვიეს შეჯიბრში, მაგრამ დამარცხდნენ. მუზებმა კი, გამარჯვების ნიშნად, მათი ბუმბულებისგან დაწნული გვირგვინებით შეიმკეს თმები. სირენები ზღვაში გადაეშვნენ და მის სიღრმეში დასამარდნენ. ასეთი იყო მათი ბედისწერა: უნდა ეცოცხლათ მანამ, ვიდრე სიმღერით ჯობნიდნენ ყველას.
ანტიკურ ხელოვნებაში სირენებს წელს ზემოთ ქალად, წელს ქვემოთ კი ჩიტის ფეხებით ან თევზის კუდით წარმოსახავდნენ.