ზერტის წმინდა გიორგის ეკლესია 1839
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
==== აღწერილობა ==== | ==== აღწერილობა ==== | ||
| − | ეკლესია დარბაზულია (11 X 7 მ), ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია [[აგური]], ნატეხი და შირიმის ქვაც. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთითაა. ოდნავ ბრტყელი ნალისებრი [[აფსიდა|აფსიდი]]ს ღერძზე სწორკუთხა | + | ეკლესია დარბაზულია (11 X 7 მ), ნაგებია [[რიყის ქვა|რიყის ქვით]]. გამოყენებულია [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]], ნატეხი და შირიმის ქვაც. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთითაა. ოდნავ ბრტყელი ნალისებრი [[აფსიდა|აფსიდი]]ს ღერძზე სწორკუთხა [[სარკმელი]]ა, რომლის ორივე მხარეს მოზრდილი ნახევარწრიული [[ნიში|ნიშებია]]. ნიშები გადახურულია [[კონქი]]თ. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] [[იატაკი]] დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი [[პილასტრი|პილასტრებია]], რომელთა [[იმპოსტი|იმპოსტებზე]] გადაყვანილია [[კამარა|კამარის]] [[საბჯენი თაღი]]. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმლებია, დასავლეთის კედელში კი ორივე მხრიდან თაღოვანი. ამ სარკმლის წირთხლი აგურისა და შირიმის ქვის მონაცვლეობითაა ნაგები. კედლები შიგნიდან შელესილია. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე, [[აგურის წყობა|აგურის წყობით]] გამოყვანილია განედლებული [[ჯვარი]], რომლის ზედა მკლავი წაგრძელებულია. ჯვარსა და შესასვლელის თაღს შორის სწორკუთხა ნიშია. ნიშში ჩასმულია წარწერიანი ფილა: „ჩყლთ წელსა აღვაშენეთ ეკლესია ესე წმ. გიორგისა ჩვენ ზერტი მცხოვრებელთ ერთობით ქართველთა და სომეხ სასაფლაოთა ჩვენის მუშაკობითა შემწეობითა“. შენობას შემოვლებული აქვს აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი. [[სახურავი]] ორფერდაა, გადახურულია ღარიანი [[კრამიტი]]თ. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:05, 29 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
ზერტის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. აგებულია 1839 წელს.
[რედაქტირება] აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (11 X 7 მ), ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია აგური, ნატეხი და შირიმის ქვაც. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთითაა. ოდნავ ბრტყელი ნალისებრი აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს მოზრდილი ნახევარწრიული ნიშებია. ნიშები გადახურულია კონქით. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომელთა იმპოსტებზე გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმლებია, დასავლეთის კედელში კი ორივე მხრიდან თაღოვანი. ამ სარკმლის წირთხლი აგურისა და შირიმის ქვის მონაცვლეობითაა ნაგები. კედლები შიგნიდან შელესილია. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე, აგურის წყობით გამოყვანილია განედლებული ჯვარი, რომლის ზედა მკლავი წაგრძელებულია. ჯვარსა და შესასვლელის თაღს შორის სწორკუთხა ნიშია. ნიშში ჩასმულია წარწერიანი ფილა: „ჩყლთ წელსა აღვაშენეთ ეკლესია ესე წმ. გიორგისა ჩვენ ზერტი მცხოვრებელთ ერთობით ქართველთა და სომეხ სასაფლაოთა ჩვენის მუშაკობითა შემწეობითა“. შენობას შემოვლებული აქვს აგურის სამი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.