იუნო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''იუნო''' – ''(რომ.)'' ქორწინებისა და დედობის უმაღლესი რომაული ღვთაება, [[იუპიტერი]]ს მეუღლე, გაიგივებული ბერძნული [[პანთეონი]]ს [[ჰერა]]სთან.
 
'''იუნო''' – ''(რომ.)'' ქორწინებისა და დედობის უმაღლესი რომაული ღვთაება, [[იუპიტერი]]ს მეუღლე, გაიგივებული ბერძნული [[პანთეონი]]ს [[ჰერა]]სთან.
  
იუნოს რომაულ მითოლოგიაში თითქმის იგივე ფუნქცია ენიჭება, როგორც იუპიტერს. იგი მფარველობს ნაყოფიერებას, აგზავნის წვიმასა და დოვლათს, განაპირობებს წარმატებასა და გამარჯვებას. ამ ღვთაებათა სიახლოვეს ცხადყოფს რიტუალიც: იუპიტერის ღვთისმსახურებას განაგებდა ფლამენი, უმაღლესი ქურუმი, იუნოს კულტს-ფლამენია, მისი მეუღლე. იუპიტერს მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ხარებს, იუნოს – თეთრ ძროხებს. იუნოს ეპიკლესები:  ფულგურა (ელვისმტყორცნელი), [[რეგინა]] (დედოფალი), ლუკინა (მანათობელი), მონეტა (მრჩეველი)  – მიგვითითებენ იმაზე, რომ იგი იუპიტერის ქალურ იპოსტასს წარმოადგენდა. იუპიტერთან და [[მინერვა]]სთან ერთად იუნო კაპიტოლიუმის სამების წევრიც იყო. ამ სამების სახელზე იდგა საერთო ტაძარი კაპიტოლიუმის ბორცვზე. როდესაც იუნო უპირატესად ქალთა ღვთაება ხდება, მას აიგივებენ ბერძნულ ჰერასთან. იუნოს ფუნქციებში შემოდის ქორწინებათა, მელოგინეთა და მშობიარეთა მფარველობა. მას მსხვერპლს სწირავდნენ ქორწილის წინ და მშობიარობის შემდეგ. იუნოს სადიდებელი ზეიმები – მატრონალიები – აღინიშნებოდა გაზაფხულზე (1 მარტს). მასში მონაწილეობდნენ მხოლოდ მატრონები ანუ გათხოვილი ქალები. რომში იუნო – მონეტას (მრჩეველი იუნოს) სახელზე აღმართულ ტაძარში მოთავსებული იყო გამოსახულებები იმ ბატებისა, რომლებმაც თავისი ყიყინით იხსნეს კაპიტოლიუმი გალების შემოსევისაგან.
+
იუნოს რომაულ [[მითოლოგია]]ში თითქმის იგივე ფუნქცია ენიჭება, როგორც იუპიტერს. იგი მფარველობს ნაყოფიერებას, აგზავნის წვიმასა და დოვლათს, განაპირობებს წარმატებასა და გამარჯვებას. ამ ღვთაებათა სიახლოვეს ცხადყოფს რიტუალიც: იუპიტერის ღვთისმსახურებას განაგებდა ფლამენი, უმაღლესი ქურუმი, იუნოს კულტს-ფლამენია, მისი მეუღლე. იუპიტერს მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ხარებს, იუნოს – თეთრ ძროხებს. იუნოს [[ეპიკლესა|ეპიკლესები]]:  ფულგურა (ელვისმტყორცნელი), [[რეგინა]] (დედოფალი), ლუკინა (მანათობელი), [[მონეტა]] (მრჩეველი)  – მიგვითითებენ იმაზე, რომ იგი იუპიტერის ქალურ იპოსტასს წარმოადგენდა. იუპიტერთან და [[მინერვა]]სთან ერთად იუნო კაპიტოლიუმის სამების წევრიც იყო. ამ სამების სახელზე იდგა საერთო ტაძარი კაპიტოლიუმის ბორცვზე. როდესაც იუნო უპირატესად ქალთა ღვთაება ხდება, მას აიგივებენ ბერძნულ ჰერასთან. იუნოს ფუნქციებში შემოდის ქორწინებათა, მელოგინეთა და მშობიარეთა მფარველობა. მას მსხვერპლს სწირავდნენ ქორწილის წინ და მშობიარობის შემდეგ. იუნოს სადიდებელი ზეიმები – მატრონალიები – აღინიშნებოდა გაზაფხულზე (1 მარტს). მასში მონაწილეობდნენ მხოლოდ მატრონები ანუ გათხოვილი ქალები. რომში იუნო – მონეტას (მრჩეველი იუნოს) სახელზე აღმართულ ტაძარში მოთავსებული იყო გამოსახულებები იმ ბატებისა, რომლებმაც თავისი ყიყინით იხსნეს კაპიტოლიუმი გალების შემოსევისაგან.
  
 
იუნო სხვა მრავალი იტალიური ქალაქის ღვთაებაც იყო. მაგალითად, ლანუვიუმში მას თაყვანს სცემდნენ როგორც იუნო – სოსპიტას „მხსნელს“.
 
იუნო სხვა მრავალი იტალიური ქალაქის ღვთაებაც იყო. მაგალითად, ლანუვიუმში მას თაყვანს სცემდნენ როგორც იუნო – სოსპიტას „მხსნელს“.
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:რომაული მითები]]
 
[[კატეგორია:რომაული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ქალღმერთები]]
 +
[[კატეგორია:რომაული ქალღმერთები]]

მიმდინარე ცვლილება 23:20, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

იუნო(რომ.) ქორწინებისა და დედობის უმაღლესი რომაული ღვთაება, იუპიტერის მეუღლე, გაიგივებული ბერძნული პანთეონის ჰერასთან.

იუნოს რომაულ მითოლოგიაში თითქმის იგივე ფუნქცია ენიჭება, როგორც იუპიტერს. იგი მფარველობს ნაყოფიერებას, აგზავნის წვიმასა და დოვლათს, განაპირობებს წარმატებასა და გამარჯვებას. ამ ღვთაებათა სიახლოვეს ცხადყოფს რიტუალიც: იუპიტერის ღვთისმსახურებას განაგებდა ფლამენი, უმაღლესი ქურუმი, იუნოს კულტს-ფლამენია, მისი მეუღლე. იუპიტერს მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ხარებს, იუნოს – თეთრ ძროხებს. იუნოს ეპიკლესები: ფულგურა (ელვისმტყორცნელი), რეგინა (დედოფალი), ლუკინა (მანათობელი), მონეტა (მრჩეველი) – მიგვითითებენ იმაზე, რომ იგი იუპიტერის ქალურ იპოსტასს წარმოადგენდა. იუპიტერთან და მინერვასთან ერთად იუნო კაპიტოლიუმის სამების წევრიც იყო. ამ სამების სახელზე იდგა საერთო ტაძარი კაპიტოლიუმის ბორცვზე. როდესაც იუნო უპირატესად ქალთა ღვთაება ხდება, მას აიგივებენ ბერძნულ ჰერასთან. იუნოს ფუნქციებში შემოდის ქორწინებათა, მელოგინეთა და მშობიარეთა მფარველობა. მას მსხვერპლს სწირავდნენ ქორწილის წინ და მშობიარობის შემდეგ. იუნოს სადიდებელი ზეიმები – მატრონალიები – აღინიშნებოდა გაზაფხულზე (1 მარტს). მასში მონაწილეობდნენ მხოლოდ მატრონები ანუ გათხოვილი ქალები. რომში იუნო – მონეტას (მრჩეველი იუნოს) სახელზე აღმართულ ტაძარში მოთავსებული იყო გამოსახულებები იმ ბატებისა, რომლებმაც თავისი ყიყინით იხსნეს კაპიტოლიუმი გალების შემოსევისაგან.

იუნო სხვა მრავალი იტალიური ქალაქის ღვთაებაც იყო. მაგალითად, ლანუვიუმში მას თაყვანს სცემდნენ როგორც იუნო – სოსპიტას „მხსნელს“.

ანტიკურობის მომდევნო ეპოქებში იუნოსა და ჰერას სახელებს განურჩევლად მოიხსენიებდნენ. ხელოვნებაშიც იუნოს ჰერას მსგავსად წარმოსახავდნენ დიდებულ ქალად, ხანდახან თავზე დიადემით. მხატვრულ ფერწერაში იუნო ყველაზე ხშირად გვხვდება ჰერაკლეს, პარისის, იოსა და ენეასის მითოსურ სიუჟეტებში (რუბენსი, ტიეპოლო, რეინოლდსი და სხვა).


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები