აკვახჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მიმდინარე ცვლილება 16:52, 12 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
აკვახჩა (აკοახჩა) - აფხ. ცხვრის, ან თხის მოუქნელი ტყავი, ქეჩხო. ძველად, ფაცხაში აფხაზური ოჯახის ყველა წევრი მიწურ იატაკზე იძინებდა. ფეხებით კერიის ცეცხლისკენ და მის გარშემო, ქვეშაგებად ბეწვის მოუქნელ ტყავს ან ნაბადის ქსოვილს იყენებდნენ. აკვახჩას მწყემსები მოსასხამადაც ხმარობდნენ.