აშამხკურშვ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „აშამხკοჷრშο“ გადაიტანა გვერდზე „აშამხკურშვ“ გადამისამართებაზე)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[კატეგორია:აფხაზები]]
 
[[კატეგორია:აფხაზები]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
[[კატეგორია:აფხაზური რატუალები]]
+
[[კატეგორია:აფხაზური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:სამოსი]]
 
[[კატეგორია:სამოსი]]

მიმდინარე ცვლილება 02:03, 3 მარტი 2021 მდგომარეობით

აშამხკურშვ (აშამხკοჷრშο) - აფხ. მუხლისთავზე შემოსახვევი , გეომეტრიული ნახჭით, რომბების შეთავსებით კუთხეებში, რომელიც სწორ რიგებს შორისაა მოქცეული, სამუხლე პირსახოცი (სიგრძე 2-2,30 მ; განი - 40-60 სმ). მდიდარი ნახჭით ბოლოში, მაქმანებით ან გრძელი დაგრეხილი ფოჩებით მორთული. იგი მისაღებ, სასტუმრო ოთახში დეკორატიულ გადასაფარებლად გამოიყენებოდა. ამ პირსახოცს ე.წ. „ქალთა ლხინის“ დროსაც მოიხმარდნენ, რომელიც პატარძლის სახლიდან გაცილების შემდეგ ეწყობოდა. საქორწინო სუფრასთან დარჩენილ ქალბატონებს მუხლებზე აფარებდნენ. ქორწილზე პატარძლის სახლიდან გვარის უხუცესი მომავალი ქმრის სახლში ლოცვა-კურთხევით უშვებდა პატარძალს. ამიტომ გვარის უხუცესს საზეიმო ვითარებაში აშამჰკურშვის მსგავს პირსახოცს გადასცემდნენ, რომელიც თითქმის ერთი ცხენის ღირებულებად ითვლებოდა.


[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები