ახცაჟვარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ახცაჟვარა (ალაცვაჟვარა)''' - აფხ. განსჯა, განხილვა (იურიდიული ...) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ალაცვაჟვარა“ გადაიტანა გვერდზე „ახცაჟვარა“ გადამისამართებაზე) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 13:05, 25 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
ახცაჟვარა (ალაცვაჟვარა) - აფხ. განსჯა, განხილვა (იურიდიული ტერმინი). აფხაზთა ჩვეულებითმა სამართალმა გვიან შუა საუკუნეებში დანაშაულის განსჯა-განხილვა დაიწყო. მკვლელობის, დაჭრის, დასახიჩრების, ქურდობის და ა.შ. შემთხვევებში დაპირისპირებული მხარეები სამედიატორო სამართალს მიმართავდნენ. ორივე მხარე მედიატორებს ირჩევდა, მხოლოდ დაზარალებული ერთით მეტ მოსამართლეს ასახელებდა. საქმის განსჯისა და განხილვის დროს მედიატორები ჩამოყალიბებულ სამართლის ნორმატიულ წესებს მკაცრად იცავდნენ. მათი გადაწყვეტილება საბოლოო იყო და ორივე მხარე კამათის გარეშე იღებდა.