აჯმათრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აჯმათრა''' - აფხ. სათხე (ნაგებობა), ძელებზე შემდგარი. ნაგებობა თხის, ცხვრისთვის. შენდებოდა  სამეურნეო  ეზოში,  საცხოვრებლის  უკან,  თუ  წვრილფეხა საქონელი  100-120-ზე  ნაკლები  იყო.  თუ  მეტი  ჰყავდათ,  მაშინ  მათთვის შენობას ცალკე, სახლის გარეთ აშენებდნენ. აჯმათრა მრგვალი, წნული, კონუსურსახურავიანი  ნაგებობა  იყო,  დახურული  თივით  ან  გვიმრით,  ან აშენებდნენ  ოთხკუთხა  შენობას  ორფერდა  სახურავით.  მოგვიანებით ძელური შენობის აშენებაც დაიწყეს და ფიცრულისაც. ორ-ან ოთხფერდა სახურავით.  გადახურვა  თივით  ან  გვიმრით.  იატაკი  ხის  ფიცრებისგან ჰქონდა  გაკეთებული. საღამოს  თამასებიან  ფიცარნაგს  მიადგამდნენ, რომლითაც  თხები  სათხებოში  ადიოდნენ.  ზოგჯერ  აჯმათრა  სასაქონლე აბორაში ჰქონდათ გამოყოფილი.
+
'''აჯმათრა''' - აფხ. სათხე ([[ნაგებობა]]), ძელებზე შემდგარი. ნაგებობა თხის, ცხვრისთვის. შენდებოდა  სამეურნეო  ეზოში,  საცხოვრებლის  უკან,  თუ  წვრილფეხა საქონელი  100-120-ზე  ნაკლები  იყო.  თუ  მეტი  ჰყავდათ,  მაშინ  მათთვის შენობას ცალკე, სახლის გარეთ აშენებდნენ. აჯმათრა მრგვალი, წნული, კონუსურსახურავიანი  ნაგებობა  იყო,  დახურული  თივით  ან  გვიმრით,  ან აშენებდნენ  ოთხკუთხა  შენობას  ორფერდა  სახურავით.  მოგვიანებით ძელური შენობის აშენებაც დაიწყეს და ფიცრულისაც. ორ-ან ოთხფერდა სახურავით.  გადახურვა  თივით  ან  გვიმრით.  იატაკი  ხის  ფიცრებისგან ჰქონდა  გაკეთებული. საღამოს  თამასებიან  ფიცარნაგს  მიადგამდნენ, რომლითაც  თხები  სათხებოში  ადიოდნენ.  ზოგჯერ  აჯმათრა  სასაქონლე აბორაში ჰქონდათ გამოყოფილი.
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==

მიმდინარე ცვლილება 16:07, 26 აგვისტო 2022 მდგომარეობით

აჯმათრა - აფხ. სათხე (ნაგებობა), ძელებზე შემდგარი. ნაგებობა თხის, ცხვრისთვის. შენდებოდა სამეურნეო ეზოში, საცხოვრებლის უკან, თუ წვრილფეხა საქონელი 100-120-ზე ნაკლები იყო. თუ მეტი ჰყავდათ, მაშინ მათთვის შენობას ცალკე, სახლის გარეთ აშენებდნენ. აჯმათრა მრგვალი, წნული, კონუსურსახურავიანი ნაგებობა იყო, დახურული თივით ან გვიმრით, ან აშენებდნენ ოთხკუთხა შენობას ორფერდა სახურავით. მოგვიანებით ძელური შენობის აშენებაც დაიწყეს და ფიცრულისაც. ორ-ან ოთხფერდა სახურავით. გადახურვა თივით ან გვიმრით. იატაკი ხის ფიცრებისგან ჰქონდა გაკეთებული. საღამოს თამასებიან ფიცარნაგს მიადგამდნენ, რომლითაც თხები სათხებოში ადიოდნენ. ზოგჯერ აჯმათრა სასაქონლე აბორაში ჰქონდათ გამოყოფილი.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები