ააცვმათვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ააცვმათვა“ გადაიტანა გვერდზე „აცοმათοა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აცοმათοა“ გადაიტანა გვერდზე „ააცვმათვა“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 23:55, 1 თებერვალი 2021 მდგომარეობით
ააცვმათვა (აცοმათοა) — „ხარის ნივთი“, კავი. ძველი სახვნელი იარაღი. უბრალო ხის კაუჭი. გათლილი ოთხკუთხა ხელნით. ხელნის სიგრძე 2 მ 95 სმ, სიგანე 8 სმ, სისქე 5 სმ. კაუჭის სიგრძე 44 სმ, სისქე 10 სმ. კაუჭი ქმნის მახვილ 45°- იან კუთხეს. კაუჭი გახვრეტილია სატეხით. ამ ნახვრეტში ჩადებულია ოთხკუთხა ფორმის დგომი, სიგრძით 85 სმ, ბოლოში სახელურით. სახელურს აცვმაა (აცοმაა) „ხარის სახელური“ ეწოდება. მხვნელი მართავს იარაღს მინდვრის მოხვნის დროს, ამ დროს მთავარია ხარის სახელური, დგომი. კაუჭი ანუ ქუსლი მიწის ზემო ნაწილს აბრუნებს.