ჩითა
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
== სათაურის ტექსტი == | == სათაურის ტექსტი == | ||
* გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. | * გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. | ||
| − | * ც.ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967 | + | * ც.ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967. |
== წყარო == | == წყარო == | ||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:ქართული სამოსი]] | [[კატეგორია:ქართული სამოსი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფეხსაცმელები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:08, 28 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
ჩითა - თუში ქალისა და კაცის ნაქსოვი ფეხსაცმელი. მასალად გამოიყენებდნენ შალის ფერად ძაფებს. საშინაოდ ხმარობდნენ ორწვერი ბაწრით მოქსოვილს, რომ ჩითა მსხვილი და გამძლე გამოსულიყო.
საქალო და საკაცო ჩითა ქსოვის ტექნიკით ერთნაირია, განსხვავება შეინიშნება შემკულობაში. საკაცო სადაა და წერტილხაზებითაა ამოყვანილი, სადიაცო კი - ზოლიანი და ჭრელი. ჩითას ქსოვას ზედაპირის წვერიდან იწყებდნენ და ქუსლის მიმართულებით აგრძელებდნენ. საპონწყალში გარეცხვის მერე მოქსოვილ ჩითას, ჯერ კალაპოტზე გამოაშრობდნენ, მერე კი „ხის ფეხზე“ ჩამოაცმევდნენ, რომ კოჭის ხაზზე გადაჭრილი ჩითასთვის სრულყოფილი სახე მიეცათ. ქვეშ უხეში მატყლის ძაფისგან საქსოვ დაზგაზე მოქსოვილ ნაჭერს დაუდებდნენ. გარშემო ჯაჭვის მსგავსი ნაკერით - „შიბით“ შემოუვლიდნენ და „თიკვს“ ამოუხვევდნენ. ჩითას ნაწილებია: წვერი, ტერფი, კოჭი, ყელი.
ტერფის ყველაზე ფართე ნაწილს ეწოდება „ხომი“. ჩითა ფორმით სამგვარია, მაღალყელიანი - „ყელმაღალა“, დაბალყელიანი - „ქაჩუჩა“ და უყელო - „ჩუსტურა“. აქედან ყელმაღალი საქალო იყო, ყელდაბალი - საკაცო, უყელო კი ორივესთვის მისაღები. თუშეთში დიდი მარხვის შუა კვირაში ოთხშაბათს, ბედის ნახვის დღეს, ძილის წინ, დედები ქალიშვილებს მათ მიერვე მოქსოვილ საკაცო ჩითებს ამოუდებდნენ ბალიშის ქვეშ იმ იმედით, რომ სიზმარში თავის მომავალი საბედო ენახათ.
[რედაქტირება] სათაურის ტექსტი
- გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993.
- ც.ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
