ჩხორთოლი
(ახალი გვერდი: '''ჩხორთოლი''' - სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდე...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ჩხორთოლი''' - სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს, გალის რაიონში, გალის ჩრდილო-დასავლეთით 20-25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 200 მეტრში, აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე ჩხორთოლის (ოქუმის აუზი) ნაპირას. | '''ჩხორთოლი''' - სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს, გალის რაიონში, გალის ჩრდილო-დასავლეთით 20-25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 200 მეტრში, აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე ჩხორთოლის (ოქუმის აუზი) ნაპირას. | ||
| − | 1971-1977 წლებში შავიზღვისპირეთის ქვის ხანის ექსპედიციამ აქ ნიკო | + | 1971-1977 წლებში შავიზღვისპირეთის ქვის ხანის ექსპედიციამ აქ [[ნიკო ბერძენიშვილი]]ს ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ნასახლარი, რომელიც გამოირჩევა არქეოლოგიური მასალის სიმრავლით: თიხატკეპნილი [[იატაკი]]თ, სამეურნეო ორმოებით, კაჟის და [[რიყის ქვა|რიყის ქვის]] იარაღებით-საფხეკებით, საჭრისებით, სახვრეტებით და სხვ. ძეგლი განვითარებული ნეოლითის ხანას, ძვ. წ. VII-VI ათასწლეულებს მიეკუთვნება. მასალები დაცულია [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|საქართველოს ეროვნულ მუზეუმში]]. სოფლის სახელწოდება „ჩხორთოლი“, ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი თქმულების მიხედვით, მომდინარეობს მეგრული სიტყვებისგან „ჩხორო“ და თოლი“, რაც ნიშნავს „ცხრა თვალს“ და მიუთითებს სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ცხრა ოთახიანი ციხესიმაგრის გადმონაშთზე |
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 11:31, 30 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
ჩხორთოლი - სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს, გალის რაიონში, გალის ჩრდილო-დასავლეთით 20-25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 200 მეტრში, აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე ჩხორთოლის (ოქუმის აუზი) ნაპირას.
1971-1977 წლებში შავიზღვისპირეთის ქვის ხანის ექსპედიციამ აქ ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ნასახლარი, რომელიც გამოირჩევა არქეოლოგიური მასალის სიმრავლით: თიხატკეპნილი იატაკით, სამეურნეო ორმოებით, კაჟის და რიყის ქვის იარაღებით-საფხეკებით, საჭრისებით, სახვრეტებით და სხვ. ძეგლი განვითარებული ნეოლითის ხანას, ძვ. წ. VII-VI ათასწლეულებს მიეკუთვნება. მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სოფლის სახელწოდება „ჩხორთოლი“, ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი თქმულების მიხედვით, მომდინარეობს მეგრული სიტყვებისგან „ჩხორო“ და თოლი“, რაც ნიშნავს „ცხრა თვალს“ და მიუთითებს სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ცხრა ოთახიანი ციხესიმაგრის გადმონაშთზე
[რედაქტირება] წყარო
ნონა შონია „იცნობდეთ ჩვენი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას“,- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №30,-2015 წლის მარტი.