პედრიგონი ჭრელი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჭრელი პედრიგონი“ გადაიტანა გვერდზე „პედრიგონი ჭრელი“ გადამის...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
== წყარო== | == წყარო== | ||
| − | საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი | + | [[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]] |
[[კატეგორია:ქლიავის ჯიშები]] | [[კატეგორია:ქლიავის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:ხილი]] | [[კატეგორია:ხილი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:11, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
პედრიგონი ჭრელი - Bunter Pedrigon. ქლიავის ეს ჯიში ევროპული წარმოშობისაა. საქართველოში პედრიგონი ჭრელი შემოტანილია სულ ბოლო წლებში.
ამ ჯიშის დადებით მხარეებს შეადგენს: უხვი მოსავლიანობა, კარგად ეგუება მშრალ ნიადაგებს და სხვა ჯიშებთან შედარებით უკეთ იტანს გვალვას. ნაყოფი წვიმიან ამინდში არ სკდება.
ხე ძლიერი ზრდისა, ინვითარებს სუსტად შეფოთლილ თხელ ვარჯს.
ნაყოფი საშუალო ზოგჯერ მსხვილი ზომისაა, მრგვალი ფორმის, ფუძესთან ოდნავ შებრტყელებული. ნაყოფის კანი თხელია. ძირითადი მომწვანო ფერი თითქმის არ ემჩნევა და შერჩენილია მხოლოდ დაჩრდილულ ადგილებზე. დარჩენილი ნაწილი შეფერილია წითლად; ნაყოფზე ემჩნევა უფრო მუქი წინწკლები. ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი თეთრი ცვილისებრი ფიფქი.
ნაყოფი მწიფდება აგვისტოს მეორე ნახევარში.
ნაყოფის ხორცი მომწვანო–ყვითელია, ნაზი, წვნიანი, ძალიან გემრიელი, მომჟავო–ტკბილი გემოსი. კურკა კარგად ეცლება ხორცს.