ყვითელი ხავერდა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერევნული ხავერდა“ გადაიტანა გვერდზე „ყვითელი ხავერდა“ გადამი...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:YviTeli xaverda.jpg|thumb|200პქ|ყვითელი | + | [[ფაილი:YviTeli xaverda.jpg|thumb|200პქ|ყვითელი ხავერდა]] |
'''ყვითელი ხავერდა''' - ''სინონიმები:'' ერევნული ხავერდა, არაბკა. [[ატამი|ატმის]] ამ ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. [[სომხეთი|სომხეთში]] არ არის გავრცელებული, გვხვდება მხოლოდ ცალკე მდგომი ხეები, შეტანილია საქართველოდან. [[საქართველო|საქართველოს]] რაიონებში ხშირად გვხვდება ატმის ნარგავებში. ნაყოფის წვრილი ზომის გამო ამ ჯიშმა სათანადო ადგილი ვერ მოიპოვა სამრეწველო ასორტიმენტში. მის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ხის ძლიერი ზრდა, საღი შეფოთვლა და უხვი მოსავლიანობა. | '''ყვითელი ხავერდა''' - ''სინონიმები:'' ერევნული ხავერდა, არაბკა. [[ატამი|ატმის]] ამ ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. [[სომხეთი|სომხეთში]] არ არის გავრცელებული, გვხვდება მხოლოდ ცალკე მდგომი ხეები, შეტანილია საქართველოდან. [[საქართველო|საქართველოს]] რაიონებში ხშირად გვხვდება ატმის ნარგავებში. ნაყოფის წვრილი ზომის გამო ამ ჯიშმა სათანადო ადგილი ვერ მოიპოვა სამრეწველო ასორტიმენტში. მის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ხის ძლიერი ზრდა, საღი შეფოთვლა და უხვი მოსავლიანობა. | ||
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი | + | [[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]] |
[[კატეგორია:ატმის ჯიშები]] | [[კატეგორია:ატმის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:ხილი]] | [[კატეგორია:ხილი]] |
მიმდინარე ცვლილება 12:21, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
ყვითელი ხავერდა - სინონიმები: ერევნული ხავერდა, არაბკა. ატმის ამ ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. სომხეთში არ არის გავრცელებული, გვხვდება მხოლოდ ცალკე მდგომი ხეები, შეტანილია საქართველოდან. საქართველოს რაიონებში ხშირად გვხვდება ატმის ნარგავებში. ნაყოფის წვრილი ზომის გამო ამ ჯიშმა სათანადო ადგილი ვერ მოიპოვა სამრეწველო ასორტიმენტში. მის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ხის ძლიერი ზრდა, საღი შეფოთვლა და უხვი მოსავლიანობა.
ნაყოფი ლამაზად არის შეფერილი; კარგად იტანს ტრანსპორტს, ძალიან კარგი სამურაბე ჯიშია. მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში.
ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, ინვითარებს მრავალ, ხშირ ვარჯს, ახასიათებ ხშირი შეფოთვლა.ფოთოლი მოყვითალო–მუქი–მწვანე ფერისაა, ორი პატარა მომრგვალო ჯირკვლით ფოთლის ყუნწზე. ყვავილობა ადრეული ახასიათებს. ყვავილი პატარაა, აგურისფერი გვირგვინის ფურცლებით.
ნაყოფი მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებიდან. ნაყოფი წვრილია, მრგვალი ფორმის. ღარი ნაყოფზე თითქმის არ ემჩნევა. ნაყოფის ფუძე მრგვალი აქვს, ვიწრო და ღრმა ღრუით. ნაყოფი ბოლოვდება ღრუთი.
ნაყოფის კანი მკვრივია, მუქი წითელი ფერისაა. შებუსვა მოკლე ხავერდისებრი ახასიათებს.
ნაყოფის ხორცი მუქი ყვითელი ფერისაა, მკვრივი, მშრალი, ტკბილი, ძლიერ ხორცოვანი. სახრავი ჯიშია, კურკა საშუალო სიმსხოსი აქვს.