კიკლოპები
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ციკლოპები“ გადაიტანა გვერდზე „კიკლოპები“ გადამისამართებაზე) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
[[კატეგორია:მითიური არსებები]] | [[კატეგორია:მითიური არსებები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:21, 3 ივლისი 2017 მდგომარეობით
კიკლოპები – (ციკლოპები). (ბერძნ.) ცალთვალა მითოსური ბუმბერაზები.
კიკლოპები ურანოსისა და გეას ნაშიერებად ითვლებიან. ყველაზე ხშირად მითებში ვხვდებით არგესის, ბრონტესისა და სიეროპესის სახელებს. კიკლოპები მამა-ურანოსმა მიწის წიაღში ჩაამწყვდია, რადგან ეგონა, ამით მძლავრი შვილების მეტოქეობას აიცილებდა თავიდან. ისინი მოგვიანებით ზევსმა გაათავისუფლა, რის გამოც მათგან საჩუქრად მიიღო ელვა და მეხი. კიკლოპები ხომ მჭედლობის ხელოვნებას ზიარებული ბუმბერაზებიც არიან და ჰეფესტოს დამხმარეებად ითვლებიან.
„ოდისეაში“ კიკლოპები პოსეიდონის შვილებად არიან წარმოდგენილნი. ყველაზე უხეში და ავი მათ შორის პოლიფემოსია, რომელსაც ერთადერთი თვალი ოდისევსმა ამოსთხარა.
ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ბერძენთა გაოცებას იწვევდა მიკენური ეპოქის უზარმაზარი გალავნები. მათი აზრით, ამ ნაგებობათა აღმართვა მხოლოდ კიკლოპთა ბუმბერაზული ძალით იყო შესაძლებელი. ამას უკავშირდება გამოთქმა „კიკლოპური გალავანი“.
კიკლოპთა მითოსი დაედო საფუძვლად ევრიპიდეს დრამას სახელწოდებით „კიკლოპი“ და თეოკრიტოსის ერთ-ერთ იდილიას.
თანამედროვე მეტყველებაში მჭედელს კიკლოპსაც უწოდებენ.