ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი (X-XI სს. მიჯნა), ვერცხლის ჭედური ჯვა...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი (X-XI სს. მიჯნა), ვერცხლის ჭედური ჯვარი შესრულებული გაბრიელ საფარელის მიერ. ვინმე მამა მიქაელის შენანირი ბაგრატ III-ის სადიდებლად. უცნობია ჯვრის აღმოჩენის დრო. იგი სოფ. ბრეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან (V-VII სს.) 1923 წ. თბილისში გადმოიტანეს (ამჟამად ინახება საქართვ. შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში).  
+
[[ფაილი:Bretis sawinamZrvro jvari.PNG|thumb|200პქ|ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი]]
 +
'''ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი''' – (X-XI სს. მიჯნა), [[ვერცხლი]]ს ჭედური [[ჯვარი]] შესრულებული [[გაბრიელ საფარელი]]ს მიერ. ვინმე მამა მიქაელის შენანირი [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]-ის სადიდებლად. უცნობია ჯვრის აღმოჩენის დრო. იგი სოფელ [[ბრეთის წმინდა გიორგის ეკლესია|ბრეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან]] (V-VII სს.) 1923 წ. [[თბილისი|თბილისში]] გადმოიტანეს (ამჟამად ინახება საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში).  
  
ზოგადად, ბრეთის ჯვარი თავისი დროის სხვა საწინამძღვრო ჯვრების მსგავსია ფორმით, ზომით, შესრულებითა და მორთულობით. ჯვარი (52.5 X 44.5 სმ) ვერცხლის ორი ერთმანეთზე მირჩილული მასიური ფურცლისგან არის შედგენილი და მთლიანადაა მოოქრული; ჩამოცმულია ცილინდრული ფორმის ვერცხლისავე (აგრეთვე მოოქრული) (32.5 სმ სიმაღლის) სახელურზე. წინა პირზე „ჯვარცმის“ კომპოზიციაა, ცენტრში – ჯვარცმული მაცხოვარი, ოთხსავე მკლავის ბოლოზე, აქეთ-იქით, ღვთისმშობელი და წმ. იოანე მახარებელი არიან წარმოდგენილი (მთელი ტანით), ზემოთ და ქვემოთ კი – ანგელოზისა და წმინდანის ნახევარფიგურები. ოთხი მახარებლის ნახევარფიგურაა სახელურის ბურთობზედაც. თავისუფალი მონაკვეთებია დატოვებული ჭედური რელიეფების ირგვლივ, ხოლო ზურგსა და ტარზე მთელი ზედაპირი ფოთლოვანი ორნამენტითაა მოფენილი. ჯვრის წინა პირზეა ისტ. წარწერა: „... ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე, ძედ მეფეთა მეფისა გურგენისი...“ აქედან გარკვეულია მეფეთა ვინაობაც და ისიც დადგენილია, რომ ჯვარი გაკეთებულია 994-1001 წწ. შორის. ოსტატის სახელი ჯვრის ტარზეა გამოკვეთილი: „შეიქმნა ხელითაჲ გაბრიელ საფარელისაჲთა“. გამოსახულებების განმმარტავი მინაწერები ზოგან საკმაოდ გავრცობილია (მაგ., „ანგელოზი, უფალსა ზედა მოვიდა, ანდა „ჯვარცმის“ გარშემო – „ჯუარო, ვინაჲ არს შენდა ძლიერებაჲ ესე...“ და კიდევ მოჰყვება რამდენიმე სტრიქონი). ასეთი განმმარტავი ვრცელი წარწერები არცთუ იშვიათია იმ ეპოქის ქართ. ჭედურობის ძეგლებზე.  
+
ზოგადად, ბრეთის ჯვარი თავისი დროის სხვა საწინამძღვრო ჯვრების მსგავსია ფორმით, ზომით, შესრულებითა და მორთულობით. ჯვარი (52.5 X 44.5 სმ) ვერცხლის ორი ერთმანეთზე მირჩილული მასიური ფურცლისგან არის შედგენილი და მთლიანადაა მოოქრული; ჩამოცმულია ცილინდრული ფორმის ვერცხლისავე (აგრეთვე მოოქრული) (32.5 სმ სიმაღლის) სახელურზე. წინა პირზე „ჯვარცმის“ კომპოზიციაა, ცენტრში – ჯვარცმული მაცხოვარი, ოთხსავე მკლავის ბოლოზე, აქეთ-იქით, ღვთისმშობელი და წმ. [[იოანე მახარებელი]] არიან წარმოდგენილი (მთელი ტანით), ზემოთ და ქვემოთ კი – [[ანგელოზი|ანგელოზისა]] და [[წმინდანები|წმინდანის]] ნახევარფიგურები. ოთხი მახარებლის ნახევარფიგურაა სახელურის ბურთობზედაც. თავისუფალი მონაკვეთებია დატოვებული ჭედური რელიეფების ირგვლივ, ხოლო ზურგსა და ტარზე მთელი ზედაპირი ფოთლოვანი ორნამენტითაა მოფენილი. ჯვრის წინა პირზეა ისტორიული წარწერა: ''„... ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე, ძედ მეფეთა მეფისა გურგენისი...“'' აქედან გარკვეულია მეფეთა ვინაობაც და ისიც დადგენილია, რომ ჯვარი გაკეთებულია 994-1001 წწ. შორის. ოსტატის სახელი ჯვრის ტარზეა გამოკვეთილი: ''„შეიქმნა ხელითაჲ გაბრიელ საფარელისაჲთა“''. გამოსახულებების განმმარტავი მინაწერები ზოგან საკმაოდ გავრცობილია (მაგ., „ანგელოზი, უფალსა ზედა მოვიდა, ანდა „ჯვარცმის“ გარშემო – „ჯუარო, ვინაჲ არს შენდა ძლიერებაჲ ესე...“ და კიდევ მოჰყვება რამდენიმე სტრიქონი). ასეთი განმმარტავი ვრცელი წარწერები არცთუ იშვიათია იმ ეპოქის ქართ. ჭედურობის ძეგლებზე.  
  
თ. საყვარელიძე  
+
''თ. საყვარელიძე''
  
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; ჩ უბინაშვილი გ., ქართული ოქრომჭედლობა, ტ. 2, თბ., 1959.  
+
==ლიტერატურა==
 +
* ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
 +
* ჩ უბინაშვილი გ., ქართული ოქრომჭედლობა, ტ. 2, თბ., 1959.  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
+
* [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:საწინამძღვრო ჯვრები]]
+
 
 +
[[კატეგორია:საწინამძღვრო ჯვარი]]
 +
[[კატეგორია:სიწმინდეები]]

მიმდინარე ცვლილება 12:08, 21 იანვარი 2023 მდგომარეობით

ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი

ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი – (X-XI სს. მიჯნა), ვერცხლის ჭედური ჯვარი შესრულებული გაბრიელ საფარელის მიერ. ვინმე მამა მიქაელის შენანირი ბაგრატ III-ის სადიდებლად. უცნობია ჯვრის აღმოჩენის დრო. იგი სოფელ ბრეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან (V-VII სს.) 1923 წ. თბილისში გადმოიტანეს (ამჟამად ინახება საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში).

ზოგადად, ბრეთის ჯვარი თავისი დროის სხვა საწინამძღვრო ჯვრების მსგავსია ფორმით, ზომით, შესრულებითა და მორთულობით. ჯვარი (52.5 X 44.5 სმ) ვერცხლის ორი ერთმანეთზე მირჩილული მასიური ფურცლისგან არის შედგენილი და მთლიანადაა მოოქრული; ჩამოცმულია ცილინდრული ფორმის ვერცხლისავე (აგრეთვე მოოქრული) (32.5 სმ სიმაღლის) სახელურზე. წინა პირზე „ჯვარცმის“ კომპოზიციაა, ცენტრში – ჯვარცმული მაცხოვარი, ოთხსავე მკლავის ბოლოზე, აქეთ-იქით, ღვთისმშობელი და წმ. იოანე მახარებელი არიან წარმოდგენილი (მთელი ტანით), ზემოთ და ქვემოთ კი – ანგელოზისა და წმინდანის ნახევარფიგურები. ოთხი მახარებლის ნახევარფიგურაა სახელურის ბურთობზედაც. თავისუფალი მონაკვეთებია დატოვებული ჭედური რელიეფების ირგვლივ, ხოლო ზურგსა და ტარზე მთელი ზედაპირი ფოთლოვანი ორნამენტითაა მოფენილი. ჯვრის წინა პირზეა ისტორიული წარწერა: „... ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე, ძედ მეფეთა მეფისა გურგენისი...“ აქედან გარკვეულია მეფეთა ვინაობაც და ისიც დადგენილია, რომ ჯვარი გაკეთებულია 994-1001 წწ. შორის. ოსტატის სახელი ჯვრის ტარზეა გამოკვეთილი: „შეიქმნა ხელითაჲ გაბრიელ საფარელისაჲთა“. გამოსახულებების განმმარტავი მინაწერები ზოგან საკმაოდ გავრცობილია (მაგ., „ანგელოზი, უფალსა ზედა მოვიდა, ანდა „ჯვარცმის“ გარშემო – „ჯუარო, ვინაჲ არს შენდა ძლიერებაჲ ესე...“ და კიდევ მოჰყვება რამდენიმე სტრიქონი). ასეთი განმმარტავი ვრცელი წარწერები არცთუ იშვიათია იმ ეპოქის ქართ. ჭედურობის ძეგლებზე.

თ. საყვარელიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ჩ უბინაშვილი გ., ქართული ოქრომჭედლობა, ტ. 2, თბ., 1959.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები