ელიავა ნიკოლოზ
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
დემოკრატიულ [[საქართველო]]ში იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭო]]სა და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი, აქტიური საპარლამენტო მუშაობის გარდა, ეწეოდა კულტურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იბრძოდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. | დემოკრატიულ [[საქართველო]]ში იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭო]]სა და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი, აქტიური საპარლამენტო მუშაობის გარდა, ეწეოდა კულტურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იბრძოდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. | ||
− | გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში დარჩა, საბჭოთა ხელისუფლება აღიარა, მაგრამ თავად ხელისუფლება არ ენდობოდა მას, როგორც ყველა ყოფილ სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრს. დაპატიმრებამდე მუშაობდა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტად. დაპატიმრებული იქნა 1937 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ-ის შინსახკომის მე-3 განყოფილების მიერ. გაასამართლეს 12 ივლისს, დახვრიტეს მეორე დღეს. მის ანკეტაში ამ დროის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, მაჩაბლის 7. მისი გვარი შეტანილია დასახვრეტთა სიაში, რომელიც 1937 წლის 26 ივნისით თარიღდება და ხელს აწერენ: [[სტალინი იოსებ|სტალინი]], კაგანოვიჩი, ვოროშილოვი და მიქოიანი. ერთ-ერთი განსასჯელის - მალაქია ტოროშელიძის აღიარების მიხედვით, „საქართველოს ნაციონალური ცენტრის“ ბლოკის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც კერძო ბინაზე ჩატარდა, [[ნოე ჟორდანია]]ს დავალებით დაესწრო ნიკოლოზ ელიავა. 1957 წლის 10 აგვისტოს, საქმეში დანაშაულის უქონლობის გამო, მოხდა მისი რეაბილიტაცია. ჰყავდა 5 შვილი. | + | გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში დარჩა, საბჭოთა ხელისუფლება აღიარა, მაგრამ თავად ხელისუფლება არ ენდობოდა მას, როგორც ყველა ყოფილ სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრს. დაპატიმრებამდე მუშაობდა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტად. დაპატიმრებული იქნა 1937 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ-ის შინსახკომის მე-3 განყოფილების მიერ. გაასამართლეს 12 ივლისს, დახვრიტეს მეორე დღეს. მის ანკეტაში ამ დროის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, მაჩაბლის 7. მისი გვარი შეტანილია დასახვრეტთა სიაში, რომელიც 1937 წლის 26 ივნისით თარიღდება და ხელს აწერენ: [[სტალინი იოსებ|სტალინი]], კაგანოვიჩი, ვოროშილოვი და მიქოიანი. ერთ-ერთი განსასჯელის - მალაქია ტოროშელიძის აღიარების მიხედვით, „საქართველოს ნაციონალური ცენტრის“ ბლოკის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც კერძო ბინაზე ჩატარდა, [[ნოე ჟორდანია]]ს დავალებით დაესწრო ნიკოლოზ ელიავა. 1957 წლის 10 აგვისტოს, საქმეში დანაშაულის უქონლობის გამო, მოხდა მისი რეაბილიტაცია. ჰყავდა 5 შვილი. ([[დოდო ჭუმბურიძე]]) |
− | + | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== |
მიმდინარე ცვლილება 20:19, 30 აპრილი 2022 მდგომარეობით
ელიავა ნიკოლოზ ზურაბის ძე (დ. - 1874, სოფ. ღანირი, ქუთაისის მაზრ. - გ. - 1937) - სოციალ-დემოკრატი, პროფესიით იურისტი და ჟურნალისტი, ადვოკატი. თბილის-ქალაქის მოურავი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900), თბილისის განყოფილების წევრი (1917 წლიდან). მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო მგზნებარე მარქსისტი, რამდენჯერმე დაიჭირეს და გაასამართლეს, გადაასახლეს სამჯერ. თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში, დაწყებული „კვალიდან“ დასრულებული გაზეთ „ერთობით“. 1898-1917 წლებში იყო რსდმპ-ის წევრი ბოლშევიკთა ფრაქციიდან. 1917 წლიდან მენშევიკთა ფრაქციის წევრი გახდა.
დემოკრატიულ საქართველოში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, აქტიური საპარლამენტო მუშაობის გარდა, ეწეოდა კულტურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იბრძოდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის.
გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში დარჩა, საბჭოთა ხელისუფლება აღიარა, მაგრამ თავად ხელისუფლება არ ენდობოდა მას, როგორც ყველა ყოფილ სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრს. დაპატიმრებამდე მუშაობდა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტად. დაპატიმრებული იქნა 1937 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ-ის შინსახკომის მე-3 განყოფილების მიერ. გაასამართლეს 12 ივლისს, დახვრიტეს მეორე დღეს. მის ანკეტაში ამ დროის საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, მაჩაბლის 7. მისი გვარი შეტანილია დასახვრეტთა სიაში, რომელიც 1937 წლის 26 ივნისით თარიღდება და ხელს აწერენ: სტალინი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი და მიქოიანი. ერთ-ერთი განსასჯელის - მალაქია ტოროშელიძის აღიარების მიხედვით, „საქართველოს ნაციონალური ცენტრის“ ბლოკის ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც კერძო ბინაზე ჩატარდა, ნოე ჟორდანიას დავალებით დაესწრო ნიკოლოზ ელიავა. 1957 წლის 10 აგვისტოს, საქმეში დანაშაულის უქონლობის გამო, მოხდა მისი რეაბილიტაცია. ჰყავდა 5 შვილი. (დოდო ჭუმბურიძე)
[რედაქტირება] ლიტერატურა
ის. რამიშვილი, მოგონებები, თბ., 2012. სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107.
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი იურისტები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- 1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- ელიავა