საყავრეს წმინდა გიორგის ეკლესია
| (ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
| − | ეკლესია დარბაზულია (9,7X5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთითაა. [[აფსიდა|აფსიდში]] | + | ეკლესია დარბაზულია (9,7X5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. [[არქიტრავი|არქიტრავიანი]] შესასვლელი სამხრეთითაა. [[აფსიდა|აფსიდში]] [[სარკმელი|სარკმლ]]ის მარცხნივ, [[სამკვეთლო]]სთან დამაკავშირებელი შესასვლელია, მარჯვნივ - მცირე ზომის სწორკუთხა [[ნიში]]. აფსიდს გასდევს დაბალი საფეხური. [[საკურთხეველი]] დარბაზისაგან გამოყოფილი იყო [[კანკელი|კანკელით]] (შემორჩენილია ორნამენტირებული ქვები). ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, დარბაზის გრძივ [[კედელი|კედლებზე]] - თითო [[პილასტრი]]. დასავლეთ კედელზე [[კრონშტეინი|კრონშტეინებზე]] დაყრდნობილი დეკორატიული [[თაღი|თაღია]]. დარბაზი გადახურულია [[ცილინდრული კამარა|ცილინდრული კამარით]], რომელიც შუაში ეყრდნობა [[საბჯენი თაღი|საბჯენ თაღს]]. დარბაზის კედლებს გასდევს ერთი საფეხური. [[ინტერიერი (არქიტექტურა)|ინტერიერი]] თავდაპირველად მთლიანად ყოფილა მოხატული. შემორჩენილი ფრაგმენტები შეჭვარტლულია. [[მოხატულობა]] გაირჩევა მხოლოდ საკურთხეველში. იგი ორ [[რეგისტრი (დიაპაზონი)|რეგისტრადაა]] დაყოფილი. [[კონქი|კონქში]] გამოსახულია ვედრება, ქვემოთ - ეკლესიის მამები, სარკმლის გვერდით [[წმინდანები|წმინდანთა]] წელზედა გამოსახულებებია. უფრო ქვემოთ მხატვრობა საკმაოდ დაცილებულია იატაკიდან და მოჩარჩოებულია ორნამენტული ზოლით (მოტივი გაურკვეველია). ორმაგი ორნამენტული ზოლის ნაშთები შეიმჩნევა დარბაზის კედლებზეც. მხატვრობა შესრულებულია გაწაფული ხელით. წმინდანთა გამოსახულებები საკურთხეველში ხასიათდება მონუმენტურობით, ოსტატური [[ნახატი]]თ. |
| + | |||
| + | ეკლესიის სამხრეთ კედლის შელესილობის ქვედა ფენაზე შემორჩენილია სხვა ქრონოლოგიური ფენის პრიმიტიული გამოსახულებები. მათი ნაწილი ([[ირემი]], [[ადამიანი]], ხელის მტევანი, ცალკეული გეომეტრიული ფიგურები) ამოკაწრულია კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. აქვე შეიმჩნევა წითური ოქრას მკრთალი ლაქები. კედლის დასავლეთ მონაკვეთში იმავე ფერის კონტურით შესრულებული დიდთვალებიანი ადამიანის თავია. გამოსახულებათა უშუალობა, ცოცხალი ნახატი მიუთითებს, რომ ქვედა ფენის მხატვრობა შესრულებულია გაცილებით უფრო ადრე (სავარაუდოა X ს), ვიდრე ზედა ფენისა. | ||
| + | |||
| + | შენობის [[ფასადი|ფასადებს]] გასდევს ცერად წაკვეთილი [[პროფილი (არქიტექტურა)|პროფილი]]ს [[ლავგარდანი]]. [[ორფერდა სახურავი|სახურავი ორფერდაა]], გადახურულია [[კრამიტი]]თ. ეკლესიისათვის დასავლეთიდან და სამხრეთიდან მიუშენებიათ [[ეგვტერი]] და სათავსი. ეგვტერი სამხრეთ კედელზეა მიშენებული (დასავლეთ სათავსზე რამოდენიმე უფრო ადრე) ნახევარწრიული [[თაღედი]]თ. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის ზემოთ და აფსიდში თითო სარკმელია. ეგვტერი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ებჯინება თაროსებრ კრონშტეინებზე დაყრდნობილ ორ თაღს. დასავლეთ კედელში დატანებული კარით ეგვტერი უკავშირდება დასავლეთ სათავსს, რომელსაც უკავია ეკლესიისა და ეგვტერის მთელი დასავლეთ ფასადი. სათავსიც ეკლესიის დასავლეთ კედელზე [[სვეტი|სვეტებზე]] დაყრდნობილი შეისრული თაღედითაა მიშენებული. სათავსის დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია. გადახურულია არაწესიერი ფორმის [[კამარა|კამარით]], რომელიც აგებულია თავდაპირველი კამარის ნაცვლად. ძველი გადახურვიდან შემორჩენილი ერთი საბჯენი თაღი, რომელიც თაროსებრ კრონშტეინებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია ერთი კრონშტეინი. | ||
| − | |||
| − | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:09, 11 ივლისი 2022 მდგომარეობით
საყავრეს წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს ცენტრში, საშუალო სკოლის მახლობლად. ეკლესია თაიღდება IX-X საუკუნეებით.
[რედაქტირება] აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (9,7X5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში სარკმლის მარცხნივ, სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი შესასვლელია, მარჯვნივ - მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. აფსიდს გასდევს დაბალი საფეხური. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილი იყო კანკელით (შემორჩენილია ორნამენტირებული ქვები). ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, დარბაზის გრძივ კედლებზე - თითო პილასტრი. დასავლეთ კედელზე კრონშტეინებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც შუაში ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის კედლებს გასდევს ერთი საფეხური. ინტერიერი თავდაპირველად მთლიანად ყოფილა მოხატული. შემორჩენილი ფრაგმენტები შეჭვარტლულია. მოხატულობა გაირჩევა მხოლოდ საკურთხეველში. იგი ორ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში გამოსახულია ვედრება, ქვემოთ - ეკლესიის მამები, სარკმლის გვერდით წმინდანთა წელზედა გამოსახულებებია. უფრო ქვემოთ მხატვრობა საკმაოდ დაცილებულია იატაკიდან და მოჩარჩოებულია ორნამენტული ზოლით (მოტივი გაურკვეველია). ორმაგი ორნამენტული ზოლის ნაშთები შეიმჩნევა დარბაზის კედლებზეც. მხატვრობა შესრულებულია გაწაფული ხელით. წმინდანთა გამოსახულებები საკურთხეველში ხასიათდება მონუმენტურობით, ოსტატური ნახატით.
ეკლესიის სამხრეთ კედლის შელესილობის ქვედა ფენაზე შემორჩენილია სხვა ქრონოლოგიური ფენის პრიმიტიული გამოსახულებები. მათი ნაწილი (ირემი, ადამიანი, ხელის მტევანი, ცალკეული გეომეტრიული ფიგურები) ამოკაწრულია კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. აქვე შეიმჩნევა წითური ოქრას მკრთალი ლაქები. კედლის დასავლეთ მონაკვეთში იმავე ფერის კონტურით შესრულებული დიდთვალებიანი ადამიანის თავია. გამოსახულებათა უშუალობა, ცოცხალი ნახატი მიუთითებს, რომ ქვედა ფენის მხატვრობა შესრულებულია გაცილებით უფრო ადრე (სავარაუდოა X ს), ვიდრე ზედა ფენისა.
შენობის ფასადებს გასდევს ცერად წაკვეთილი პროფილის ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესიისათვის დასავლეთიდან და სამხრეთიდან მიუშენებიათ ეგვტერი და სათავსი. ეგვტერი სამხრეთ კედელზეა მიშენებული (დასავლეთ სათავსზე რამოდენიმე უფრო ადრე) ნახევარწრიული თაღედით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის ზემოთ და აფსიდში თითო სარკმელია. ეგვტერი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ებჯინება თაროსებრ კრონშტეინებზე დაყრდნობილ ორ თაღს. დასავლეთ კედელში დატანებული კარით ეგვტერი უკავშირდება დასავლეთ სათავსს, რომელსაც უკავია ეკლესიისა და ეგვტერის მთელი დასავლეთ ფასადი. სათავსიც ეკლესიის დასავლეთ კედელზე სვეტებზე დაყრდნობილი შეისრული თაღედითაა მიშენებული. სათავსის დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია. გადახურულია არაწესიერი ფორმის კამარით, რომელიც აგებულია თავდაპირველი კამარის ნაცვლად. ძველი გადახურვიდან შემორჩენილი ერთი საბჯენი თაღი, რომელიც თაროსებრ კრონშტეინებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია ერთი კრონშტეინი.