მძერწავი სინათლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მძერწავი სინათლე“ გადაიტანა გვერდზე „მძერწავი შუქი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მძერწავი შუქი“ გადაიტანა გვერდზე „მძერწავი სინათლე“ გადამისა...) |
მიმდინარე ცვლილება 15:46, 19 ოქტომბერი 2021 მდგომარეობით
ძირითადი, მიმართული ანუ მძერწავი სინათლე (შუქი) – მიმართულია კადრის სიუჟეტურად მნიშვნელოვან ობიექტზე (ძირითადი პერსონაჟის სახე, ფიგურა). ამ შუქით შექმნილი განათებულობა სიუჟეტურად მნიშვნელოვან ობიექტზე უცვლელია (სტაბილურია) მისი მოძრაობის ყველა ფაზაში. მიმართული სინათლე ხაზს უსვამს („ძერწავს“) ობიექტის მოცულობით-სკულპტურულ ფორმებს და წარმოქმნის კადრის კომპოზიციას, გამოყოფს არსებითს, მნიშვნელოვან დეტალს და ჩრდილში ტოვებს მეორეხარისხოვანს.