შინდისის სტეფანწმინდის ეკლესია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | [[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]] |
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:39, 5 თებერვალი 2022 მდგომარეობით
შინდისის სტეფანწმინდის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, სოფლიდან დაახლოებით რვაასი მეტრის მოშორებით, სასაფლაოზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით. მოგვიანებით გადაუკეთებიათ.
[რედაქტირება] აღწერილობა
ეკლესია ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. დარბაზს აღმოსავლეთით ღრმა აფსიდი აქვს. აფსიდში ერთი სარკმელია. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრების კაპიტელები კარგად არის დამუშავებული. შენობა შიგნით შელესილია. ეკლესიას დასავლეთით ეკვრის სათავსი, რომელშიც მოხვედრა ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი კამარით შეიძლება. სათავსის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. მოგვიანებით ეკლესიისათვის ჩრდილოეთიდან მოუშენებიათ სათავსი (დანგრეულია). ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი ამ მონაშენისა და დარბაზის დამაკავშირებელი კარი ამოშენებულია. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობების და გალავნის ნანგრევები.