კადანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კადანსი“ გადაიტანა გვერდზე „კადენცია“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კადენცია“ გადაიტანა გვერდზე „კადანსი“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 14:47, 25 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

კადანსი – (იტალ. cadenza), ჰარმონიული ან მელოდიური საქცევი, რომელიც ამთავრებს მუსიკალურ ნაწარმოებს, მის ნაწილს ან ცალკეულ ნაგებობას. ძირითადი ჯგუფებია: მყარი კადანსები (მთავრდებიან ტონიკით), და მერყევი კადანსები (მთავრდებიან კილოებრივად მერყევი თანაბგერადობით ან ბგერით). კადანსების კლასიფიკაცია (ავთენტური, პლაგალური, ნახევარი, შეწყვეტილი, შეჭრილი და ა. შ.) და მათი ხმათა მოძრაობის წესები მოცემულია მოძღვრებაში „ჰარმონიის“ შესახებ. კადანსის კილოებრივი და მეტრორიტმური. განსაზღვრულობა განაპირობებს მის ფორმის შემქმნელ მუსიკალურ-სინტაქსურ როლს – მუსიკალური ნაწარმოების დანაწევრებას ცალკეულ ნაგებობებად, ფუნქციონალური და ლოგიკური ურთიერთობის დამყარებას მათ შორის.



[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები