სუფლიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Sufliori.PNG|thumb|სუფლიორი მოკარნახის ჯიხურში]] | ||
'''სუფლიორი''' (მოკარნახე) — (ფრანგ. souffleur), [[თეატრი]]ს მუშაკი, რომელიც თვალყურს ადევნებს [[რეპეტიცია|რეპეტიციისა]] და სპექტაკლის მსვლელობას და კარნახობს [[როლი (მსახიობის)|როლი]]ს ტექსტს. მოქმედების დროს იმყოფება მოკარნახის ჯიხურში, რომელიც ფარდასთან ახლოს ან ერთერთ გვერდით კულისშია მოთავსებული. | '''სუფლიორი''' (მოკარნახე) — (ფრანგ. souffleur), [[თეატრი]]ს მუშაკი, რომელიც თვალყურს ადევნებს [[რეპეტიცია|რეპეტიციისა]] და სპექტაკლის მსვლელობას და კარნახობს [[როლი (მსახიობის)|როლი]]ს ტექსტს. მოქმედების დროს იმყოფება მოკარნახის ჯიხურში, რომელიც ფარდასთან ახლოს ან ერთერთ გვერდით კულისშია მოთავსებული. | ||
მიმდინარე ცვლილება 21:06, 21 დეკემბერი 2021 მდგომარეობით
სუფლიორი (მოკარნახე) — (ფრანგ. souffleur), თეატრის მუშაკი, რომელიც თვალყურს ადევნებს რეპეტიციისა და სპექტაკლის მსვლელობას და კარნახობს როლის ტექსტს. მოქმედების დროს იმყოფება მოკარნახის ჯიხურში, რომელიც ფარდასთან ახლოს ან ერთერთ გვერდით კულისშია მოთავსებული.
ოპერასა და ოპერეტაში მოკარნახე სარგებლობს კლავირის სპეციალური (მოკარნახის) ეგზემპლარით; იგი მუსიკალური რიტმის შესაბამისად წარმოთქვამს ვოკალური ფრაზის პირველ სიტყვებს ჩვეულებრივი სალაპარაკო ხმით. ეხმარება დირიქორს სცენის კოლექტივის ხელმძღვანელობაში, მოკარნახე რეპლიკებით, აგრეთვე თვალებით, მიმიკით, დირიჟორული ჟესტით სოლისტებსა და ქოროს ჯგუფებს შეახსენებს ყოველ ახალ გამოსვლას; თვალყურს ადევნებს მომღერლების ინტონაციის, რიტმის, ტემპის სიზუსტეს.