სადაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სადაფი]] |
მიმდინარე ცვლილება 16:26, 21 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
სადაფი (პერლამუტრი) – მტკნარი წყლის ან ზღვის მოლუსკის ნიჟარის შიგა შრე, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ორგანულ (ან არაორგანულ) კომპოზიტს.მიკროსკოპიულად შედგება არაგონიტის ექვსკუთხა ფირფიტებისგან (სიგანე – 10-20 მკრ., სისქე – 0,5 მკრ.), რომლებიც პარალელურ შრეებად არის განლაგებული, ხოლო შრეები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორგანული მატრიცის ფურცლებით.
სადაფი გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის, სამკაულის, ჭურჭლის ინკრუსტაციისათვის, ტანსაცმლის ღილების, მუსიკალური ინსტრუმენტების კლავიშების დასამზადებლად, დეკორატიულ-გამოყენებით მხატვრობაში და სხვ.
მაღალი ხარისხის სადაფის ნიჟარები მოიპოვება აშშ-ს აღმოსავლეთში, კანადაში, მექსიკაში, სპარსეთის ყურეში, წითელ ზღვაში, ცეილონის, იაპონიის, ფილიპინების, ბორნეოს და წყნარი ოკეანის კუნძულებზე. სადაფის ერთ-ერთი უძვირფასესი სახეობაა მარგალიტი.