მოზაიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მოზაიკა''' - ''ფრანგ.'' '''Mosaique'''. გამოსახულება, რომელიც შედგენილია ...)
 
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 13 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მოზაიკა''' - ''ფრანგ.'' '''Mosaique'''.  გამოსახულება, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და მისთანათა პატარ-პატარა ნაჭრებისაგან; მოზაიკას უწოდებენ თვით მასალას, რომელიც ასეთი სახის სურატის შესადგენად გამოიყენება და ასეთი სურათის, შექმნის ხელოვნებასაც.
+
'''მოზაიკა''' - ''ფრანგ.'' '''Mosaique'''.  გამოსახულება, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და სხვ. პატარ-პატარა ნაჭრებისაგან;  
 +
[[ფაილი:Uruqi mesopotamia.jpg|thumb|270px|'''ურუქი'''. <br />მესოპოტამია ძვ. წ. III ათასწლეული.]]
  
მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი: „პირდაპირი“, როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე, და „არაპირდაპირი“, როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ნივთიერებაზე აწყობენ და შემდეგ გადააქვთ კონკრეტულ ადგილას.  მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა. სწორედ ეს ფიზიკური მახასიათებლები ანიჭებს მას განსაკუთრებულობას.
+
მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი: „პირდაპირი“, როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე; და „არაპირდაპირი“, როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ზედაპირზე აწყობენ და მოგვიანებით გადააქვთ კონკრეტულ ადგილას.  მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა.  
  
=== განვითაარების ისტორია ===
+
=== განვითარების ისტორია ===
მოზაიკის ხელოვნება  4 000 წელზე მეტ ხანს ითვლის, როდესაც დეკორატიულ ფიგურებს ფონზე თიხის ნატეხებით გამოსახავდნენ. ძვ. წ.-ით VIII საუკუნისთვის უკვე არსებობდა მოკირწყლული ბილიკები, რომლებიც სხვადასხვა ფერის კენჭებით იყო გაფორმებული. თუმცა, ეს უფრო არასტრუქტურირებული დეკორაციები იყო.
+
მოზაიკის ხელოვნება  4 000 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად დეკორატიულ ფიგურებს ფონზე თიხის ნატეხებით გამოსახავდნენ. ძვ. წ.-ით VIII საუკუნისთვის უკვე არსებობდა მოკირწყლული ბილიკები, რომლებიც სხვადასხვა ფერის კენჭებით იყო გაფორმებული. თუმცა, ეს უფრო არასტრუქტურირებული დეკორაციები იყო.
 +
ძვ.წ. IV საუკუნეში, ბერძნებმა კენჭებით გაფორმებას ხელოვნების სახე მისცეს და ზუსტი გეომეტრიული ფიგურების,  ცხოველებისა და ცხოვრებისეული სცენების გამოსახვა დაიწყეს.
 +
[[ფაილი:Romauli mozaika.jpg|thumb|270px|მარცხნივ|'''რომაული მოზაიკა კიოლნი.''' <br />[[კერამიკა]] და კენჭები]]
  
ძვ.წ. IV საუკუნეში, ბერძნებმა კენჭებით გაფორმებას ხელოვნების სახე მისცეს და ზუსტი გეომეტრიული ფიგურების,  ცხოვრებისეული სცენებისა და ცხოველების გამოსახვა დაიწყეს.
+
ძვ. წ. 200 წლისთვის, სპეციალური ნაწილების (ტესერების) დამზადებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ნამუშევრის დეტალებსა და ფერთა სპექტრს.  პატარა ტესერებით, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე მილიმეტრი იყო, ნახატების ასლებს აკეთებდნენ. მოზაიკის მრავალი ნიმუში დრომ შემოგვინახა, მაგალითად  პომპეის მოზაიკები რომაელ ხელოვანთა ოსტატობის ნათელი მაგალითია. პომპეის მოზაიკაზე წარმოდგენილია ზღვის ღმერთი ნეპტუნი და ამფიტრიტე. იგი ჰერკულანიუმში, იტალიაში ინახება. კედლის მოზაიკაში გამოყენებულია მინის ნატეხები.  იატაკის მოზაიკის დეტალებს  მარმარილოს ან სხვა ქვებისგან ამზადებდნენ. ზოგჯერ შესაბამისი ფერების მისაღებად იყენებდნენ თიხის ან აგურის ნატეხებს. გრეხილებისგან შემდგარი ჩარჩოს ეფექტს გილოშებს უწოდებდნენ.
 
+
ძვ. წ. 200 წლისთვის, სპეციალური ნაწილების (ტესერების) დამზადებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ნამუშევრის დეტალებსა და ფერთა სპექტრს.  პატარა ტესერებით, რომლებიც ზოგჯერ, სულ რაღაც, რამდენიმე მილიმეტრი იყო, ნახატების ასლებს აკეთებდნენ. მოზაიკის მრავალი ნიმუში დრომ შემოგვინახა, მაგალითად  პომპეის მოზაიკები რომაელ ხელოვანთა ოსტატობას ნათელი მაგალითია. პომპეის მოზაიკაზე წარმოდგენილია ზღვის ღმერთი ნეპტუნი და ამფიტრიტე. იგი ჰერკულანიუმში, იტალიაში ინახება. კედლის მოზაიკაში გამოყენებულია მინის ნატეხები, რაც ფერებს მეტ სიცხოველეს ანიჭებს.  იატაკის მოზაიკის დეტალებს  მარმარილოს ან სხვა ქვებისგან ამზადებდნენ, ზოგჯერ თიხის ნატეხებს ან აგურსაც იყენებდნენ შესაბამისი ფერების მისაღებად. გრეხილებისგან შემდგარი ჩარჩოს ეფექტს გილოშებს უწოდებდნენ.
+
  
 
===== რომაული მოზაიკა =====
 
===== რომაული მოზაიკა =====
რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, მოზაიკის ხელოვნება კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ ოსტატობის დონე და მანერა დაკნინდა.  თუ  რომაული მოზაიკის  ნიმუშებს იტალიურს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გაფორმების თვალსაზრისით, პირველი უფრო მარტივი და ტექნიკურად ნაკლებ დახვეწილია. რომაული მხატვრობის ძირითადი თემატიკა იყო სცენები ღმერთებისა და ადამიანების  ცხოვრებიდან, აგრეთვე, გეომეტრიული ფიგურები. რომაელები მოზაიკას იატაკისსა და კედლების გასაფორმებლად იყენებდნენ.
+
რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, მოზაიკის ხელოვნება კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ ოსტატობის დონე დაქვეითდა.  თუ  რომაული მოზაიკის  ნიმუშებს იტალიურს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გაფორმების თვალსაზრისით, პირველი უფრო მარტივი და ტექნიკურად ნაკლებ დახვეწილია. რომაული მხატვრობის ძირითადი თემატიკა იყო სცენები ღმერთებისა და ადამიანების  ცხოვრებიდან, გეომეტრიული ფიგურები. რომაელები მოზაიკას იატაკისა და კედლების გასაფორმებლად იყენებდნენ.
 +
[[ფაილი:Platonis akademia.jpg|thumb|270px|'''პლატონის აკადემია.''' <br />მოზაიკა. პომპეი ძვ.წ. I. საუკუნის დასაწყისი.]]
  
 
==== ბიზანტიური მოზაიკა ====
 
==== ბიზანტიური მოზაიკა ====
ბიზანტიელები სმალტში ხსნარს არ ასხამდნენ, რაც განაპირობებდა მინაში შუქის გარდატეხას. ამასთანავე, მოზაიკას პატარა კუთხეებში სვამდნენ, ოქროს ტესერები კი შენობის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად ბრწყინავდა. მოზაიკის საუკეთესო ნიმუშებს ვხვდებით რეავენაში, ვენეციაში და სტამბოლში.
+
ბიზანტიელები სმალტში ხსნარს არ ასხამდნენ, რაც განაპირობებდა მინაში შუქის გარდატეხას. მოზაიკას პატარა კუთხეებში სვამდნენ. ოქროს ტესერები შენობის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად ბრწყინავდა. მოზაიკის საუკეთესო ნიმუშებს ვხვდებით რავენაში, ვენეციასა და სტამბოლში.
  
 
==== ისლამური მოზაიკა ====
 
==== ისლამური მოზაიკა ====
VIII საუკუნეში  დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მავრებმა შემოიტანეს ისლამური მოზაიკისა და ფილების ოსტატობა. ამავე პერიოდში, აღმოსავლურ ქვეყნებში მოზაიკისთვის გამოიყენებოდა ქვა, მინა და კერამიკა. ბიზანტიური მხატვრული მოზაიკისგან განსხვავებით, აღმოსავლური მოზაიკის  გამოსახულებები, ძირითადად, გემოტრიული სტილით ხასიათდება. მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუშებია კორდობას დიდ მეჩეთსა და ალამბრას სასახლეში. არაბულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული დეკორატიული სტილი  ზილიჟი -  ფორმები კერამიკისგან ხელით მზადდებოდა, რათა უკეთესად შერწყმოდა ერთმანეთს და კარგად დაეფარა ზედაპირი.
+
VIII საუკუნეში  დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მავრებმა შემოიტანეს ისლამური მოზაიკისა და ფილების ოსტატობა. ამავე პერიოდში, აღმოსავლურ ქვეყნებში მოზაიკისთვის გამოიყენებოდა ქვა, მინა და კერამიკა. ბიზანტიური მხატვრული მოზაიკისგან განსხვავებით, აღმოსავლური მოზაიკის  გამოსახულებები ძირითადად, გემოტრიული სტილისაა. მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუშებს ვხვდებით კორდობას დიდ [[მეჩეთი|მეჩეთსა]] და ალამბრას სასახლეში.  
 
+
[[ფაილი:Dionise mozaika.jpg|thumb|270px|left|'''დიონისე.''' <br />მოზაიკა, II საუკუნე, საბერძნეთი, დიონი]]
 
==== შუა საუკუნეები ====
 
==== შუა საუკუნეები ====
ევროპის მრავალ ქვეყანაში, მოზაიკის ხელოვნება მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში დაქვეითდა. თუმცა, ფილების სულ უფრო მზარდმა წარმოებამ განაპირობა მოზაიკური ნამუშევრების გამოყენება სააბატოებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დაწესებულებებში, მაგალითად, ელის კათედრალის სამრეკლოს გაფორმება (1320 წ.); სამრეკლოს იატაკზე დეტალებისგან შესრულებულია ადამისა და ევას გამოსახულება, ასევე, ერთმანეთთან შერწყმული გამოსახულებები, აქვე გამოყენებულია მოზაიკის სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფსევდო მოზაიკა (მოზაიკის დეტალებს ცალკე არ ამზადებენ და კენჭებს პირდაპირ სვამენ ფონზე მოზაიკის ეფექტის მისაღებად) და ოპუს სექტილი (ერთ მთლიან ფონს გამოსახულების მისაღებად დეტალებად ყოფენ).  
+
შუა საუკუნეებში, ევროპის მრავალ ქვეყანაში, მოზაიკის მიმართ ინტერესი შემცირდა. თუმცა, მას ხშირად იყენებდნენ  სააბატოებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დაწესებულებებში. მაგალითად, ელის კათედრალის სამრეკლოს გაფორმება (1320 წ.), სადაც სამრეკლოს იატაკზე ადამისა და ევას გამოსახულებებს ვხვდებით. გამოყენებულია მოზაიკის სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფსევდო მოზაიკა (მოზაიკის დეტალებს ცალკე არ ამზადებენ და კენჭებს პირდაპირ სვამენ ფონზე მოზაიკის ეფექტის მისაღებად) და ოპუს სექტილი (ერთ მთლიან ფონს გამოსახულების მისაღებად დეტალებად ყოფენ).  
 
+
მოზაიკამ მაღალ განვითარებას მიაღწია იტალიაში, საქართველოსა და ძველ რუსეთში. XVI საუკუნეში, იტალიაში შენობათა ინტერიერსა და ავეჯს გახეხილი ფერადი ქვებით აწყობილი ე.წ. ფლორენციული მინით რთავდნენ.
მოზაიკამ მაღალ განვითარებას მიაღწია იტალიაში, საქართველოსა და ძველ რუსეთში. XVI საუკუნეში, იტალიაში შენობათა ინტერიერსა და ავეჯს რთავდნენ გახეხილი ფერადი ქვებით აწყობილი, ე.წ. ფლორენციული მინით.
+
  
 
==== XIX საუკუნის მოზაიკა ====
 
==== XIX საუკუნის მოზაიკა ====
XIX საუკუნეში, მოზაიკისადმი ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით, ბიზანტიური სტილისადმი. ამის მაგალითია ლონდონში ვესტმინსტერის კათედრალისა და პარიზში  საკრე-კეორის ტაძრის გაფორმება.  
+
XIX საუკუნეში, მოზაიკის  განსაკუთრებით, ბიზანტიური სტილის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამის მაგალითია ლონდონში ვესტმინსტერის კათედრალისა და პარიზში  საკრე-კეორის ტაძრის გაფორმება.  
 +
[[ფაილი:Qriste pantokratori.jpg|thumb|230px|'''ქრისტე პანტოკრატორი.''' <br />მოზაიკა. წმინდა სოფიას ტაძარი. კონსტანტინოპოლი. XII საუკუნის მეორე ნახევარ...]]
  
ბრიტანეთში, ვიქტორიანულ ეპოქაში მოზიკის ხელოვნება აღორძინდა, რაც განაპირობა ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და კერძო თუ საზოგადოებრივი შენობების რიცხვის ზრდამ. ფილების მასობრივად წარმოებამ, თავის მხრივ,  გაზარდა მოთხოვნა იატაკის დეკორატიულ გაფორმებაზე. არქიტექტურასა და დიზაინში  გოთიკური სტილის აღორძინებამ  კვლავ გამოიწვია შუასაუკუნეების თემატიკისადმი ინტერესი.  
+
ბრიტანეთში, ვიქტორიანულ ეპოქაში მოზაიკის ხელოვნება აღორძინდა, რაც ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და კერძო თუ საზოგადოებრივი შენობების რიცხვის ზრდამ განაპირობა. ფილების მასობრივად წარმოებამ თავის მხრივ,  გაზარდა მოთხოვნა იატაკის დეკორატიულ გაფორმებაზე. არქიტექტურასა და დიზაინში  გოთიკური სტილის აღორძინებამ  შუასაუკუნეების თემატიკისადმი ინტერესი გააღვიძა.  
  
მოზაიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ანტონიო სალვიატიმ, რომლის სახელსაც უკავშირდება ვენეციური მინის ინდუსტრიის აყვავება. მან ძველი ვენეციური ტექნოლოგიით დაიწყო მოზაიკის დამზადება ვიქტორიანული ეპოქის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
+
მოზაიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ანტონიო სალვიატიმ, რომლის სახელსაც უკავშირდება ვენეციური მინის ინდუსტრიის აყვავება. მან ვიქტორიანული ეპოქის მოთხოვნების გათვალისწინებით მოზაიკის დამზადება ძველი ვენეციური ტექნოლოგიით დაიწყო.
 +
[[ფაილი:Qali saabazanoSi.jpg|thumb|მარცხნივ|'''ქალი სააბაზანოში.''' <br />თანამედროვე მოზაიკა.]]
  
 
==== თანამედროვე მოზაიკა ====
 
==== თანამედროვე მოზაიკა ====
მოზაიკას ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ-ნუვოს მიმდინარეობაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ბარსელონაში, გუელის პარკში  ანტონიო გაუდიმ და ხოსე მარია ჟუჟოლმა მთელი ბაღი მორთეს ულამაზესი  მოზაიკით. მოზაიკის ამ ტექნიკას ტრენცადისი ეწოდება და ითვალისწინებს დეტალებით შენობის ზედაპირის მოპირკეთებას. არქიტექტორებმა ჭურჭლის ნამტვრევები და სხვა საგნების დეტალებიც გამოიყენეს დეკორაციისთვის, რაც ხელოვნებაში გადატრიალებად ჩაითვალა.
+
მოზაიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ-ნუვოს მიმდინარეობაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ბარსელონაში, გუელის პარკში  ანტონიო გაუდიმ და ხოსე მარია ჟუჟოლმა მთელი ბაღი მორთეს ულამაზესი  მოზაიკით. მოზაიკის ამ ტექნიკას ტრენცადისი ეწოდება, რაც შენობის ზედაპირის დეტალებით მოპირკეთებას გულისხმობს. არქიტექტორებმა ჭურჭლის ნამტვრევები და სხვა საგნების დეტალებიც გამოიყენეს დეკორაციისთვის, რაც ხელოვნებაში გადატრიალებად ჩაითვალა.
 
+
 
=== ქართული მოზაიკა ===
 
=== ქართული მოზაიკა ===
1952-54 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინთაში აღმოაჩინა IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძრის იატაკი დაფარული იყო მოზაიკური მხატვრობით. ბიჭვინთის მოზაიკა  შედარებით კარგად იყო დაცული საკურთხევლის აფსიდსა და  
+
1952-54 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინთაში აღმოაჩინა IV საუკუნის სამნავიანი [[ბაზილიკა]]. ტაძრის იატაკი დაფარული იყო მოზაიკური მხატვრობით. ბიჭვინთის მოზაიკა  შედარებით კარგად იყო დაცული საკურთხევლის [[აფსიდა|აფსიდსა]] და სტოაში.
  
1971-77 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ძალისის მიდამოებში, დიონისეს ტაძარში აღმოჩნდა II საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა.  
+
1971-77 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ძალისის მიდამოებში, დიონისეს ტაძარში II საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა აღმოაჩინეს.  
  
მოზაიკური მხატვრობის ნიმუში შემორჩენილი იყო აგრეთვე მცხეთის მცირე ჯვრის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქში.  
+
მოზაიკური მხატვრობის ნიმუში შემორჩენილი იყო მცხეთის მცირე ჯვრის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქში.  
  
VII ს. პირველი ნახევრით თარიღდება წრომის ტაძრის მოზაიკა. მხატვრობის უმეტესი ნაწილი არ შემორჩენილა, შედარებით მოზრდილი 3 ფრაგმენტი კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. მოზაიკის ფონუი შედგება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოქროს კენჭებისგან, შავი და სხვადასხვა ელფერის წითელი შეღებილი კირქვისგან; მოცისფრო და ბაცი მწვანე ადგილ. ქვისგან.  
+
VII ს. პირველი ნახევრით თარიღდება [[წრომის ტაძარი|წრომის ტაძრის]] მოზაიკა. მხატვრობის უმეტესი ნაწილი არ შემორჩენილა. შედარებით მოზრდილი 3 ფრაგმენტი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. მოზაიკა მოკირწყლულია შავი, სხვადასხვა ელფერის წითელი, მოცისფრო და ღია მწვანე განსხვავებული ზომისა და ფორმის კენჭებით.
  
 
XII ს.-ით თარიღდება ქართული მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული ძეგლი გელათის მოზაიკა.
 
XII ს.-ით თარიღდება ქართული მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული ძეგლი გელათის მოზაიკა.
ხაზი 49: ხაზი 51:
 
* The language of art /http://www.thejoyofshards.co.uk/index.shtml
 
* The language of art /http://www.thejoyofshards.co.uk/index.shtml
 
[[კატეგორია: მოზაიკა]]  
 
[[კატეგორია: მოზაიკა]]  
[[კატეგორია: გამოყენებითი ხელოვნება]]
 
 
[[კატეგორია: მონუმენტური ფერწერა]]
 
[[კატეგორია: მონუმენტური ფერწერა]]
 +
[[კატეგორია:სახვითი ხელოვნება]]
 +
[[კატეგორია: მონუმენტური ხელოვნების დარგები]]

მიმდინარე ცვლილება 16:38, 21 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

მოზაიკა - ფრანგ. Mosaique. გამოსახულება, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და სხვ. პატარ-პატარა ნაჭრებისაგან;

ურუქი.
მესოპოტამია ძვ. წ. III ათასწლეული.

მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი: „პირდაპირი“, როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე; და „არაპირდაპირი“, როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ზედაპირზე აწყობენ და მოგვიანებით გადააქვთ კონკრეტულ ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა.

სარჩევი

[რედაქტირება] განვითარების ისტორია

მოზაიკის ხელოვნება 4 000 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად დეკორატიულ ფიგურებს ფონზე თიხის ნატეხებით გამოსახავდნენ. ძვ. წ.-ით VIII საუკუნისთვის უკვე არსებობდა მოკირწყლული ბილიკები, რომლებიც სხვადასხვა ფერის კენჭებით იყო გაფორმებული. თუმცა, ეს უფრო არასტრუქტურირებული დეკორაციები იყო. ძვ.წ. IV საუკუნეში, ბერძნებმა კენჭებით გაფორმებას ხელოვნების სახე მისცეს და ზუსტი გეომეტრიული ფიგურების, ცხოველებისა და ცხოვრებისეული სცენების გამოსახვა დაიწყეს.

რომაული მოზაიკა კიოლნი.
>კერამიკა და კენჭები

ძვ. წ. 200 წლისთვის, სპეციალური ნაწილების (ტესერების) დამზადებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ნამუშევრის დეტალებსა და ფერთა სპექტრს. პატარა ტესერებით, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე მილიმეტრი იყო, ნახატების ასლებს აკეთებდნენ. მოზაიკის მრავალი ნიმუში დრომ შემოგვინახა, მაგალითად პომპეის მოზაიკები რომაელ ხელოვანთა ოსტატობის ნათელი მაგალითია. პომპეის მოზაიკაზე წარმოდგენილია ზღვის ღმერთი ნეპტუნი და ამფიტრიტე. იგი ჰერკულანიუმში, იტალიაში ინახება. კედლის მოზაიკაში გამოყენებულია მინის ნატეხები. იატაკის მოზაიკის დეტალებს მარმარილოს ან სხვა ქვებისგან ამზადებდნენ. ზოგჯერ შესაბამისი ფერების მისაღებად იყენებდნენ თიხის ან აგურის ნატეხებს. გრეხილებისგან შემდგარი ჩარჩოს ეფექტს გილოშებს უწოდებდნენ.

[რედაქტირება] რომაული მოზაიკა

რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, მოზაიკის ხელოვნება კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ ოსტატობის დონე დაქვეითდა. თუ რომაული მოზაიკის ნიმუშებს იტალიურს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გაფორმების თვალსაზრისით, პირველი უფრო მარტივი და ტექნიკურად ნაკლებ დახვეწილია. რომაული მხატვრობის ძირითადი თემატიკა იყო სცენები ღმერთებისა და ადამიანების ცხოვრებიდან, გეომეტრიული ფიგურები. რომაელები მოზაიკას იატაკისა და კედლების გასაფორმებლად იყენებდნენ.

პლატონის აკადემია.
მოზაიკა. პომპეი ძვ.წ. I. საუკუნის დასაწყისი.

[რედაქტირება] ბიზანტიური მოზაიკა

ბიზანტიელები სმალტში ხსნარს არ ასხამდნენ, რაც განაპირობებდა მინაში შუქის გარდატეხას. მოზაიკას პატარა კუთხეებში სვამდნენ. ოქროს ტესერები შენობის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად ბრწყინავდა. მოზაიკის საუკეთესო ნიმუშებს ვხვდებით რავენაში, ვენეციასა და სტამბოლში.

[რედაქტირება] ისლამური მოზაიკა

VIII საუკუნეში დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მავრებმა შემოიტანეს ისლამური მოზაიკისა და ფილების ოსტატობა. ამავე პერიოდში, აღმოსავლურ ქვეყნებში მოზაიკისთვის გამოიყენებოდა ქვა, მინა და კერამიკა. ბიზანტიური მხატვრული მოზაიკისგან განსხვავებით, აღმოსავლური მოზაიკის გამოსახულებები ძირითადად, გემოტრიული სტილისაა. მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუშებს ვხვდებით კორდობას დიდ მეჩეთსა და ალამბრას სასახლეში.

დიონისე.
მოზაიკა, II საუკუნე, საბერძნეთი, დიონი

[რედაქტირება] შუა საუკუნეები

შუა საუკუნეებში, ევროპის მრავალ ქვეყანაში, მოზაიკის მიმართ ინტერესი შემცირდა. თუმცა, მას ხშირად იყენებდნენ სააბატოებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დაწესებულებებში. მაგალითად, ელის კათედრალის სამრეკლოს გაფორმება (1320 წ.), სადაც სამრეკლოს იატაკზე ადამისა და ევას გამოსახულებებს ვხვდებით. გამოყენებულია მოზაიკის სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფსევდო მოზაიკა (მოზაიკის დეტალებს ცალკე არ ამზადებენ და კენჭებს პირდაპირ სვამენ ფონზე მოზაიკის ეფექტის მისაღებად) და ოპუს სექტილი (ერთ მთლიან ფონს გამოსახულების მისაღებად დეტალებად ყოფენ). მოზაიკამ მაღალ განვითარებას მიაღწია იტალიაში, საქართველოსა და ძველ რუსეთში. XVI საუკუნეში, იტალიაში შენობათა ინტერიერსა და ავეჯს გახეხილი ფერადი ქვებით აწყობილი ე.წ. ფლორენციული მინით რთავდნენ.

[რედაქტირება] XIX საუკუნის მოზაიკა

XIX საუკუნეში, მოზაიკის განსაკუთრებით, ბიზანტიური სტილის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამის მაგალითია ლონდონში ვესტმინსტერის კათედრალისა და პარიზში საკრე-კეორის ტაძრის გაფორმება.

ქრისტე პანტოკრატორი.
მოზაიკა. წმინდა სოფიას ტაძარი. კონსტანტინოპოლი. XII საუკუნის მეორე ნახევარ...

ბრიტანეთში, ვიქტორიანულ ეპოქაში მოზაიკის ხელოვნება აღორძინდა, რაც ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და კერძო თუ საზოგადოებრივი შენობების რიცხვის ზრდამ განაპირობა. ფილების მასობრივად წარმოებამ თავის მხრივ, გაზარდა მოთხოვნა იატაკის დეკორატიულ გაფორმებაზე. არქიტექტურასა და დიზაინში გოთიკური სტილის აღორძინებამ შუასაუკუნეების თემატიკისადმი ინტერესი გააღვიძა.

მოზაიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ანტონიო სალვიატიმ, რომლის სახელსაც უკავშირდება ვენეციური მინის ინდუსტრიის აყვავება. მან ვიქტორიანული ეპოქის მოთხოვნების გათვალისწინებით მოზაიკის დამზადება ძველი ვენეციური ტექნოლოგიით დაიწყო.

ქალი სააბაზანოში.
თანამედროვე მოზაიკა.

[რედაქტირება] თანამედროვე მოზაიკა

მოზაიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ-ნუვოს მიმდინარეობაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ბარსელონაში, გუელის პარკში ანტონიო გაუდიმ და ხოსე მარია ჟუჟოლმა მთელი ბაღი მორთეს ულამაზესი მოზაიკით. მოზაიკის ამ ტექნიკას ტრენცადისი ეწოდება, რაც შენობის ზედაპირის დეტალებით მოპირკეთებას გულისხმობს. არქიტექტორებმა ჭურჭლის ნამტვრევები და სხვა საგნების დეტალებიც გამოიყენეს დეკორაციისთვის, რაც ხელოვნებაში გადატრიალებად ჩაითვალა.

[რედაქტირება] ქართული მოზაიკა

1952-54 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინთაში აღმოაჩინა IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძრის იატაკი დაფარული იყო მოზაიკური მხატვრობით. ბიჭვინთის მოზაიკა შედარებით კარგად იყო დაცული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში.

1971-77 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ძალისის მიდამოებში, დიონისეს ტაძარში II საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა აღმოაჩინეს.

მოზაიკური მხატვრობის ნიმუში შემორჩენილი იყო მცხეთის მცირე ჯვრის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქში.

VII ს. პირველი ნახევრით თარიღდება წრომის ტაძრის მოზაიკა. მხატვრობის უმეტესი ნაწილი არ შემორჩენილა. შედარებით მოზრდილი 3 ფრაგმენტი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. მოზაიკა მოკირწყლულია შავი, სხვადასხვა ელფერის წითელი, მოცისფრო და ღია მწვანე განსხვავებული ზომისა და ფორმის კენჭებით.

XII ს.-ით თარიღდება ქართული მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული ძეგლი გელათის მოზაიკა.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები