ბარამიძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარამიძე ილია“ გადაიტანა გვერდზე „ილია ბარამიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ილია ბარამიძე“ გადაიტანა გვერდზე „ბარამიძე ილია“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:48, 21 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ილია ბარამიძე

ბარამიძე ილია − (1947), ილია ბარამიძის პირველი ლექსი 1965 წ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში” დაიბეჭდა. სტუდენტობის წლებში იყო ალმანახ „პირველი სხივის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. გამოცემული აქვს კრებულები: „ნაადრევი ყოჩივარდები” და „გაგრული რვეულიდან”, ავტორია ასევე საბავშვო და პუბლიცისტური ხასიათის კრებულებისა.


* * *
აღარ ყიდულობ უკვე მიმოზებს,
სარკეში ცქერამ დაკარგა აზრი...
ასაკი, ქალს რომ გაცვლი ღვინოზე,
გიახლოვდება პანტერის ზლაზვნით.
შენ ჭადარივით ქარებმა გძარცვეს
და ფოთოლ-ფოთოლ წაგართვეს დღენი...
ხელისგულიდან გიკენკავს მარცვლებს
ფრთამოტეხილი ბავშვობა შენი


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები