ბაქრაძე იოსებ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბაქრაძე იოსებ''' − (1850 − 1987), ქართველი პოეტი და მთრგმნელი. დაიბა...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბაქრაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:19, 21 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ბაქრაძე იოსებ − (1850 − 1987), ქართველი პოეტი და მთრგმნელი. დაიბადა სოფელ არბოში (გორი). პირველდაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1870 წლებიდან იოსებ ბაქრაძე სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს, თარგმანებსა და წერილებს ქართულ პრესაში: „დროებაში”, „ივერიაში”, „მოამბეში”, „მნათობსა” და „კვალში”. მის კალამს ეკუთვნის ჰაინეს ლექსების თარგმანიც. სწორედ მისი თარგმნილია ჰაინეს ლექსი „ახ ტურფავ, ტურფავ”, რომელსაც დღესაც მღერიან და ბევრს ქართული ლექსი ჰგონია. დაკრძალულია პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.
- ჰაინრიხ ჰაინე
- თარგმნა იოსებ ბაქრაძემ
- ჰაინრიხ ჰაინე
- ტურფავ, ტურფავ! რას უყურებ,
- მოაცურე ჩემსკენ ნავი,
- ერთად დავსხდეთ და ვუყუროთ,
- როგორ არხევს ნავს ნიავი.
- ნურას ჰფიქრობ ჩემზედ ავსა,
- გულს მხურვალედ ჩამეკარი,
- თუ რომ შენს თავს ანდობ ზღვასა,
- მე რათღა ვარ უნდობარი.
- მაგრამ გულიც ხომ ზღვა არის,
- ხან ჰღელავს და ხან მშვიდდება.
- და ძვირფასი მარგალიტი
- იმაშიაც იმალება...