ბერიძე ირმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ირმა ბერიძე '''ბერიძე ირმა''' − (1972), ფსიქოლოგი, ჟურ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ირმა ბერიძე“ გადაიტანა გვერდზე „ბერიძე ირმა“ გადამისამართება...) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი: | + | [[ფაილი:Irma beridze.JPG|thumb|ირმა ბერიძე]] |
'''ბერიძე ირმა''' − (1972), ფსიქოლოგი, ჟურნალისტი. ავტორი წიგნისა „ვარდის ბაღი“; ავტორი პროექტისა „მომავლის მწერალი“ – ლიტერატურული კონკურსი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის. | '''ბერიძე ირმა''' − (1972), ფსიქოლოგი, ჟურნალისტი. ავტორი წიგნისა „ვარდის ბაღი“; ავტორი პროექტისა „მომავლის მწერალი“ – ლიტერატურული კონკურსი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:30, 22 თებერვალი 2022 მდგომარეობით
ბერიძე ირმა − (1972), ფსიქოლოგი, ჟურნალისტი. ავტორი წიგნისა „ვარდის ბაღი“; ავტორი პროექტისა „მომავლის მწერალი“ – ლიტერატურული კონკურსი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის.
- * * *
- ის ყოველთვის
- დიდი მოსდის ხოლმე ცხოვრებას
- განიერი კაბასავით,
- არ ერგება და უხერხულ ნაოჭებად
- დაჰყრია წელზე, ფშუტე ფრთებივით
- უფარფატებს სახელოები,
- კაბის ბოლოც არ უფრიალებს
- როგორც ქარში, როგორც სიზმარში.
- ამიტომ უნდა ჩაიკეროს,
- ჩავიწროვდეს გათვლების და გაცემების
- მიღების და დაბრუნების
- ბასრი გვირისტით,
- უნდა მოერგოს ცხადს სიზმარი
- ოცნება – დილას,
- სადაც ტუჩებში აღარ კოცნიან
- და მის სახელს არ ახსენებენ.
- უნდა მოერგოს სახლის კიბეს –
- შეშინებულ გამოპარებას,
- ჭუჭყიან ლიფტს,
- ერთმანეთის ჩამობანვას გაყრისთანავე,
- ღამეებსაც უნდა მოერგოს –
- საკუთარი სინოტივის შეშრობას და
- თითების ჩუმ ხმას…
- რომ გადარჩეს სიყვარული
- რომ იცოცხლოს,
- მარტო იყოს, თავის თავთან,
- თავისთავში, თავის ცაზე!