ბექაური ადამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ადამ ბექაური '''ბექაური ადამ''' – (1972), [[ქართველე...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Adam beqairi.JPG|thumb|ადამ ბექაური]] | [[ფაილი:Adam beqairi.JPG|thumb|ადამ ბექაური]] | ||
| − | '''ბექაური ადამ''' – (1972), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ მაგრანეთში (თიანეთი). ითვლება კაფიის ერთ-ერთ ოსტატად. გამოცემული აქვს წიგნი – „ფაქტები და მოგონებები ვაჟა- | + | '''ბექაური ადამ''' – (1972), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ მაგრანეთში ([[თიანეთი]]). ითვლება კაფიის ერთ-ერთ ოსტატად. გამოცემული აქვს წიგნი – „ფაქტები და მოგონებები [[ვაჟა-ფშაველა]]ზე” (2017). |
| + | |||
:: '''ადამ ბექაური ბაბუა ალუდაურს''' | :: '''ადამ ბექაური ბაბუა ალუდაურს''' | ||
| ხაზი 44: | ხაზი 45: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბექაურები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:57, 28 მარტი 2024 მდგომარეობით
ბექაური ადამ – (1972), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ მაგრანეთში (თიანეთი). ითვლება კაფიის ერთ-ერთ ოსტატად. გამოცემული აქვს წიგნი – „ფაქტები და მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე” (2017).
- ადამ ბექაური ბაბუა ალუდაურს
- ეხლა ერთი-ორს მეც დავწერ,
- ნალექსს ავუბამ მხარასა.
- ან რა მრჯის სადაც შენ არას,
- კაც არ უნდ წაეჩარასა.
- ვიცი პასუხს ვერ ავცდები,
- გადავეყრები შარასა.
- მაგრამ გიყოლებს სათქმელი,
- გათქმევს მწარას და მწარასა.
- ზოგიერთივით ვერ ვიტყვი,
- სიცრუეს თანაც მტკნარასა.
- მაგრამ სიმართლე ესეა,
- მტერმაც ნუ გაიხარასა –
- ფოტოებს იღებს, ინახავს,
- ალბომთ უკეტავს კარასა.
- არა და საქმეს მიჰყვება,
- საქვეყნოდ გასახარასა.
- თვალს მოუხუჭავს, აღბეჭდავს,
- თვალწარმტაც არემარასა.
- მისდევს და მოსდევს კლდე-ვაკეს,
- ტყე-ველს, მთასა და ბარასა.
- აახმიანებს ხმაურით
- ბევრ მდუმარ ნასოფლარასა.
- მხარზეით დაკიდებულით,
- ჩხაკუნით მოსახმარასა.
- იღებს და არაფრით გასცემს,
- შემდეგ თვალთნაოფლარასა.
- ეგ ჩვეულება ჩრდილსა სდებს
- დიდ ფოტოგრაფთა დარასა.
- სურათს არ მოგცემს და თავს კი
- გასწირავს ცოცხალ-მკვდარასა.
- ან გამორჩენას მოელის...
- გაფიქრებაც კი მზარავსა.
- შორს გაიხედოს სჯობია,
- კი ნუ შაირცხვნის გვარასა.
- სახელი მუდამ ერჩივნოს,
- ალუდაურთა ხარასა.