ბრეგაძე ზვიად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბრეგაძე ზვიად''' – (1981), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1998 წე...) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ბრეგაძე ზვიად''' – (1981), პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1998 წელს დაამთავრა თბილისის 103-ე საშუალო სკოლა, 2003 წელს კი – თბილისის [[ექვთიმე თაყაიშვილი]]ს სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არის ლიტერატორი. 2006 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კათედრაზე. მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „ნობათი”, „ცისკარი”, „ქართული | + | [[ფაილი:Zviad bregadze.JPG|thumb|ზვიად ბრეგაძე]] |
− | კულტურა”. არის ავტორი ერთი პოეტური კრებულისა – „სულის ნაკრძალი“. | + | '''ბრეგაძე ზვიად''' – (1981), პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1998 წელს დაამთავრა თბილისის 103-ე საშუალო სკოლა, 2003 წელს კი – თბილისის [[ექვთიმე თაყაიშვილი]]ს სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არის ლიტერატორი. 2006 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კათედრაზე. მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „ნობათი”, „ცისკარი”, „ქართული კულტურა”. არის ავტორი ერთი პოეტური კრებულისა – „სულის ნაკრძალი“. |
მიმდინარე ცვლილება 13:30, 20 ივლისი 2022 მდგომარეობით
ბრეგაძე ზვიად – (1981), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის 103-ე საშუალო სკოლა, 2003 წელს კი – თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით არის ლიტერატორი. 2006 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კათედრაზე. მისი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „ნობათი”, „ცისკარი”, „ქართული კულტურა”. არის ავტორი ერთი პოეტური კრებულისა – „სულის ნაკრძალი“.
- * * *
- სოფლად სირცხვილით იწვის მაყვალი,
- რადგანაც ცეცხლი დავკარგეთ უფლის
- და მიგდებული პაპის საფლავი
- ნაძვზე ქანაობს, ვით შავი ყულფი.
- სული ასფალტზე იხრუკავს ფეხებს,
- სულს ენატრება ნამი ბალახის,
- ზეცის მიწვდომას ვეღარ ახერხებს,
- ლოცვა იესოს, ბუდდას, ალლაჰის.
- დაბეტონებულ ფილტვებს იოსებს
- სული, რომელიც ზეცას მისტირის,
- მოჭრილი ფრთებით ვერ ჭრის გისოსებს,
- ჰაერში ვერ წევს სხეულს ქვიტკირის.
- დღეს ცათამბჯენებს უღიმით ბედი
- და ლიფტი ვეღარ იტევს მომლოცველს,
- ხოლო ტაძარი – დაჭრილი მტრედი –
- ქალაქის მტვერში ღაფავს სიცოცხლეს.
- და მგლურად ვიკვნეტ მარჯვენს მაჯაში
- არა ვარ ღირსი რადგან პირჯვარის,
- ფეკალიების თვალღია ჭაში
- ამაოდ ვეძებ საფლავს წინაპრის.
- არვინ დაგვიდგავს, არმაზს, ბილინგვას,
- არვინ შეგვიქებს ტრფობას დალოშნილს,
- ხოლო თბილისში ქურთი მენაგვე,
- ღიღინით მოგვის ფრესკებს ჩამოშლილს.