გვენეტაძე ლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლია გვენეტაძე“ გადაიტანა გვერდზე „გვენეტაძე ლია“ გადამისამარ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლია ვაშაკიძე-გვენეტაძე“ გადაიტანა გვერდზე „გვენეტაძე ლია“ გა...)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 12:14, 4 მარტი 2022 მდგომარეობით

ლია გვენეტაძე

გვენეტაძე ლია – (1965), მწერალი, ჟურნალისტი, მეცნიერ-მუშაკი, პუბლიცისტი და მთარგმნელი, დაიბადა თერჯოლაში. 1983 წელს წარმატებით დაასრულა საშუალო სკოლა, 1990 წელს კი – თსუ-ს ისტორიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. წლების განმავლობაში მუშაობდა პედაგოგად, ქუთაისის საქალაქო რადიოს ლიტერატურული პროგრამების რედაქტორად, საქართველოს სახალხო დამცველის, დასავლეთ საქართველოს პრეს-სამსახურის უფროსად, ტელერადიოკომპანია „რიონის“კინო, საბავშვო, ლიტერატურული და საინფორმაციო პროგრამების მთავარ რედაქტორად;

მრავალი წელია თანამშრომლობს ბეჭდვით და ელექტრონულ მედიასთან. გამოცემული აქვს პოეზიისა და პროზაულ ნაწარმოებთა რამდენიმე კრებული. ამჟამად ქუთაისის სამუზეუმო გაერთიანებათა ქსელის მთავარი კონსულტანტი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქალი და არჩევანის თავისუფლების” თავმჯდომარეა. გამოცემული აქვს კრებული „ფიქრის ვექტორი”.


სინანული (სოციალური ლექსი)
ზარია დილით – „ვის გავახასენდი?!“
ძილსდაღწეულმა გულში იკითხე –
გირეკავს დედა, რომელიც შვილმა
ორი კვირაა არ მოიკითხე...
ღრუბლებმა მძიმედ დაბურეს ზეცა,
საცაა წვიმის წამოვა თქეში,
ახლა დგახარ და ცრემლით ჩამქრალი
თაფლის სანთელი გიჭირავს ხელში.
ყველას თავისი დარდი მოაშთობს,
ფიქრებს გაჰყვები დროში ურეკებს
და შენ ლოცულობ დედისთვის, ვისაც
ორი კვირაა არც დაურეკე.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები