გვეტაძე ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გვეტაძე ვასილ''' – (1920 – 2016), პოეტი და მწერალი. დაიბადა ქუთაისში...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Vesil gvetadze.PNG|thumb|ვასილ გვეტაძე]] | ||
'''გვეტაძე ვასილ''' – (1920 – 2016), პოეტი და მწერალი. დაიბადა ქუთაისში. 1942 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს მონაწილე; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1937 წელს; პირველი წიგნი – „პირველი | '''გვეტაძე ვასილ''' – (1920 – 2016), პოეტი და მწერალი. დაიბადა ქუთაისში. 1942 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს მონაწილე; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1937 წელს; პირველი წიგნი – „პირველი | ||
სიმღერა” (1956); ავტორია ლექსებისა: „განთიადის შემდეგ” (1957), „ქარავანი მიდის” (1959), „ყაყაჩოები არაგვისპირის” (1974), „სიმღერა გატეხილ ყამირზე” (1986) და სხვა. ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა, პოემებისა, მოთხრობებისა, ესეებისა. 1988 წელს გამოვიდა მისი რჩეული ლექსების კრებული: „მე ჩემს ზამთრამდე ასე მოვედი”. | სიმღერა” (1956); ავტორია ლექსებისა: „განთიადის შემდეგ” (1957), „ქარავანი მიდის” (1959), „ყაყაჩოები არაგვისპირის” (1974), „სიმღერა გატეხილ ყამირზე” (1986) და სხვა. ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა, პოემებისა, მოთხრობებისა, ესეებისა. 1988 წელს გამოვიდა მისი რჩეული ლექსების კრებული: „მე ჩემს ზამთრამდე ასე მოვედი”. | ||
ხაზი 6: | ხაზი 7: | ||
::მუხლებს ძალა და სითბო წაერთვა, | ::მუხლებს ძალა და სითბო წაერთვა, | ||
− | : | + | ::გულმა დარეკა სარეკელათი, |
::რომ დაინახე ძირს მოწამეთა | ::რომ დაინახე ძირს მოწამეთა | ||
::და წამოგადგა თავზე გელათი. | ::და წამოგადგა თავზე გელათი. | ||
ხაზი 29: | ხაზი 30: | ||
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
+ | [[კატეგორია:საბავშვო პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:გვეტაძეები]] | [[კატეგორია:გვეტაძეები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:37, 28 აპრილი 2022 მდგომარეობით
გვეტაძე ვასილ – (1920 – 2016), პოეტი და მწერალი. დაიბადა ქუთაისში. 1942 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1937 წელს; პირველი წიგნი – „პირველი სიმღერა” (1956); ავტორია ლექსებისა: „განთიადის შემდეგ” (1957), „ქარავანი მიდის” (1959), „ყაყაჩოები არაგვისპირის” (1974), „სიმღერა გატეხილ ყამირზე” (1986) და სხვა. ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსებისა, პოემებისა, მოთხრობებისა, ესეებისა. 1988 წელს გამოვიდა მისი რჩეული ლექსების კრებული: „მე ჩემს ზამთრამდე ასე მოვედი”.
- ო, რა თბილია
- მუხლებს ძალა და სითბო წაერთვა,
- გულმა დარეკა სარეკელათი,
- რომ დაინახე ძირს მოწამეთა
- და წამოგადგა თავზე გელათი.
- რაც თქვი და ვერ თქვი, მაინც იტყოდი,
- ჯამში ჩაწურულ სიტყვას ელევი.
- სული სავსეა თაფლის სიტკბოთი,
- ტანში დადიან ჭიანჭველები.
- წყალწითელაა ცა საცქერალად,
- მისი სიწითლე ვის სჭირვებია.
- დიდი ქვევრია მთა ნაქერალა,
- ირგვლივ გორები ჭინჭველებია.
- თუ დაწვა არი, მიდი, დაიწვი,
- მთელი მიდამო (ვის ეჩოქები)
- გაჟღენთილია წვიმით და ხიწვით,
- აყალოიან წითელ დოქებით.
- რატომ ვიყავი ასეთი ცუდი,
- რატომ ვიყავი ასეთი ცუდი.
- ო, რა თბილია მშობელი ბუდე,
- ო, რანაირი სურნელი უდის.