გორგაძე ვასო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გორგაძე ვასო“ გადაიტანა გვერდზე „ვასო გორგაძე“)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:VASO GORGADZE.PNG|thumb|ვასო გორგაძე]]
 
'''გორგაძე ვასო''' – (1895 –1973), ქართველი მთარგმნელი და პოეტი.  დაიბადა სოფელ ზედა ილემში (ზესტაფონი). 1915 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც გაიწვიეს [[სამხედრო სამსახური|სამხედრო სამსახურში]]. 1916 წელს დაამთავრა პეტერგოფის სამხედრო სასწავლებელი, თებერვლის რევოლუციის
 
შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და შევიდა ახლად გახსნილ [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1922 წელს ვასო გორგაძემ [[სანდრო ცირეკიძე]]სთან, [[ნიკო ლორთქიფანიძე]]სთან , ჯაჯუ ჯორჯიკიასთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილება; დააარსა ჟურნალი „უქიმერიონი”. 1924 წლიდან იგი მუშაობდა თბილისში, ჟურნალ „მნათობის” რედაქციაში.
 
მიმდინარე ცვლილება 23:42, 26 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ვასო გორგაძე

გორგაძე ვასო – (1895 –1973), ქართველი მთარგმნელი და პოეტი. დაიბადა სოფელ ზედა ილემში (ზესტაფონი). 1915 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1916 წელს დაამთავრა პეტერგოფის სამხედრო სასწავლებელი, თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და შევიდა ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1922 წელს ვასო გორგაძემ სანდრო ცირეკიძესთან, ნიკო ლორთქიფანიძესთან , ჯაჯუ ჯორჯიკიასთან და სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილება; დააარსა ჟურნალი „უქიმერიონი”. 1924 წლიდან იგი მუშაობდა თბილისში, ჟურნალ „მნათობის” რედაქციაში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1914 წელს ჟურნალ „ჯეჯილში“. ავტორია რამდენიმე ლირიკული კრებულისა: „ექსპრესი“, „მიწა და ფოლადი“, „ორბის სიჭაბუკე“... თარგმნა ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსები და პოემები, ალექსანდრე ბლოკის „თორმეტნი“, ოსური ხალხური ეპოსი „ნართები“ და სხვა.

ძველი სოფელი (ლანდშაფტი)
უბრალო, სუფთა ლანდშაფტი სოფლის,
(ეგზოტიკური უცხო მორგანა),
ღარიბ ჩარჩოში სახე ღვთისმშობლის,
დაუვიწყარი, ვით „დონნა ანნა“.
ცა – ჭორფლიანი მთვარით ნაბური,
ტევრი – დატეხილ ლალის ტვირთებით,
საღამოს სერზე გაშლილი ბური
და ვაზის რტოზე – მწვანე კვირტები.
ნისლების საბანს მთები იცილებს,
ჭალებში ძროხებს ჰშიათ ალერდი,
ეზოში ქორი აფრთხობს წიწილებს,
ბარტყებს ახარებს დედის ალერსი.
მარგლიან სიმინდს მამაკაცები,
ქანაობს ზანტად მაღალი ყანა.
მზე გადიხრება! და აღტაცებით
ისმის ჩიტების წმინდა ოსანნა.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები