გუგეშაშვილი ნინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნინო გუგეშაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გუგეშაშვილი ნინო“ გადამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Nino gugeshashvili.PNG|thumb|ნინო გუგეშაშვილი]] | ||
'''გუგეშაშვილი ნინო''' – (1961), მუსიკოსი, მწერალი, პოეტი დაიბადა ბაქოში. დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, ასევე – აუდიოვიდეო მონტაჟის სტუდია. პირველად მისი მოთხრობა („ხოლო“) დაიბეჭდა „პენმარათონის“ პირველ კრებულში 2001 წელს. მისი ლექსები და მოთხრობები გამოქვეყნებულია პერიოდულ გამოცემებსა და სხვადასხვა კრებულებში. არის | '''გუგეშაშვილი ნინო''' – (1961), მუსიკოსი, მწერალი, პოეტი დაიბადა ბაქოში. დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, ასევე – აუდიოვიდეო მონტაჟის სტუდია. პირველად მისი მოთხრობა („ხოლო“) დაიბეჭდა „პენმარათონის“ პირველ კრებულში 2001 წელს. მისი ლექსები და მოთხრობები გამოქვეყნებულია პერიოდულ გამოცემებსა და სხვადასხვა კრებულებში. არის | ||
რამდენიმე ლიტერატურული და მუსიკალური პრემიის ლაურეატი, 3 პროზაული კრებულის, რამდენიმე სპექტაკლის მუსიკის და ასობით სიმღერის (ტექსტის და მუსიკის) ავტორი. | რამდენიმე ლიტერატურული და მუსიკალური პრემიის ლაურეატი, 3 პროზაული კრებულის, რამდენიმე სპექტაკლის მუსიკის და ასობით სიმღერის (ტექსტის და მუსიკის) ავტორი. | ||
| ხაზი 32: | ხაზი 33: | ||
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | ||
| + | [[კატეგორია:გუგეშაშვილები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:32, 27 თებერვალი 2022 მდგომარეობით
გუგეშაშვილი ნინო – (1961), მუსიკოსი, მწერალი, პოეტი დაიბადა ბაქოში. დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, ასევე – აუდიოვიდეო მონტაჟის სტუდია. პირველად მისი მოთხრობა („ხოლო“) დაიბეჭდა „პენმარათონის“ პირველ კრებულში 2001 წელს. მისი ლექსები და მოთხრობები გამოქვეყნებულია პერიოდულ გამოცემებსა და სხვადასხვა კრებულებში. არის რამდენიმე ლიტერატურული და მუსიკალური პრემიის ლაურეატი, 3 პროზაული კრებულის, რამდენიმე სპექტაკლის მუსიკის და ასობით სიმღერის (ტექსტის და მუსიკის) ავტორი.
- მილიონერი
- მე რა ვიცოდი, რომ შრიალა ჩვენი ბაღები
- ისხამდნენ მარჯნის ალიბუხარს
- და ოქროს ვაშლებს,
- მე რა ვიცოდი, რომ ნიავში ნაქანავები
- ლურჯი ლაინის ხშირი ყანები
- მარგალიტიან ტაროებით, შვების რტოებით
- გვამარაგებდნენ უფასოდ ბავშვებს.
- მე რა ვიცოდი, რომ მიწის ქვეშ ჩვენი ჭურები
- პირსავსე იყო ლალისა და ძოწის ლიცლიცით,
- ცვიოდნენ მუქთად ემერალდის ხეჭეჭურები,
- ენარცხებოდნენ მალაქიტზე კვარცის სიცილებს,
- სავსე მოჰქონდათ ჭემაროებს განძით ცურები,
- დუღდნენ ქარვიან კრატერებით ხაჭაპურები,
- მე რა ვიცოდი - იდაყვებ და მუხლდაკემსილი,
- ჟანგისფერ ტყავის ქალამნებში თომჩატნეული,
- ბაბუაჩემი, ხელისგულებ-გადახეხილი
- და მზიან შუბლზე თექიან-ქუდ-გადაწეული,
- რომ მოუძღოდა
- განძეულით დატვირთულ ურმებს –
- მილიონერი ყოფილა თურმე...