აზიანი ნატალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აზიანი ნატალია“ გადაიტანა გვერდზე „დონდაროვა ნატალია“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნატალია დონდაროვა“ გადაიტანა გვერდზე „აზიანი ნატალია“ გადამი...)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 23:27, 28 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ნატალია აზიანი

აზიანი ნატალია − (1878 − 1943) ქართველი დრამატურგი, მწერალი პუბლიცისტი და პოეტი. ნამდვილი გვარი − დონდაროვა. დაბადების ადგილი − ქალაქი გორი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო გორის კერძო პანსიონში, შემდეგ სწავლა განაგრძო ქალთა გიმნაზიაში და თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში; ცხრაასიანი წლებიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: „მოგზაური”, „ჩვენი ცხოვრება”, „სიტყვა”, „დრო”, „მნათობი”; 1897 წელს დაწერა პირველი პიესა „ინჟენერი და დოხტური”, რომელმაც ილია ჭავჭავაძის მოწონება დაიმსახურა; მისი პიესები – „ფული და ხარისხი”, „ცოდვა”, „დეზერტირკა” 1925 წელს კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში; გარდა პიესებისა წერდა მოთხრობებს, ლექსებს და სატირულ ფელეტონებს მიმდინარე პოლიტიკურ და ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებზე. გამოუქვეყნებელი დარჩა ხელნაწერი მოგონებანი თეატრსა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები