გიორგი ერისთავი (გიგუშა ერისთავი)
(ახალი გვერდი: '''გიორგი ერისთავი''' '''ერისთავი გიორგი (გიგუშ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ერისთავი გიორგი (გიგუშა ერისთავი)“ გადაიტანა გვერდზე „[[გიორგი ე...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 17:15, 1 მარტი 2022 მდგომარეობით
ერისთავი გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე - (3.X. 1875 - 10.V.1947) - გენერალი.
[რედაქტირება] განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები
- დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ პაჟთა კორპუსი.
- კორნეტი (1895).
- პორუჩიკი (1899).
- შტაბსროტმისტრი, ფლიგელ-ადიუტანტი (1903).
- როტმისტრი (1907).
- პოლკოვნიკი (1914).
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
- ულანთა ლაიბგვარდიის პოლკის მეთაური (1916).
- საკავალერიო ბრიგადის მეთაური (1917).
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებთა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით. უცხოური ორდენებით: იტალიის წმ. მავრიკიასა და ლაზარეს ორდენის ჯვარი, სპარსეთის ლომისა და მზის.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გენერალი (1918). საკავალერიო შენაერთების მეთაური. წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში.
მიხეილ ბახტაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru/; М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т.1, 2007.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი