ვასაძე ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვასაძე ლევან''' – (1970), ბიზნესმენი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბად...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Levan vasadze.PNG|thumb|ლევან ვასაძე]] | ||
'''ვასაძე ლევან''' – (1970), ბიზნესმენი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1992 წელს დაამთავრა | '''ვასაძე ლევან''' – (1970), ბიზნესმენი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1992 წელს დაამთავრა | ||
[[თსუ]]-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს – ქალაქ ატლანტის ([[აშშ]]) ემორის უნივერსიტეტის რობერტო გიოზუეტას სახელობის ბიზნეს-სკოლა. სხვადასხვა დროს (1997-2007) სწავლობდა და გადიოდა ტრენინგებს ნიუ-იორკის შტატის | [[თსუ]]-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს – ქალაქ ატლანტის ([[აშშ]]) ემორის უნივერსიტეტის რობერტო გიოზუეტას სახელობის ბიზნეს-სკოლა. სხვადასხვა დროს (1997-2007) სწავლობდა და გადიოდა ტრენინგებს ნიუ-იორკის შტატის | ||
მიმდინარე ცვლილება 00:23, 2 მარტი 2022 მდგომარეობით
ვასაძე ლევან – (1970), ბიზნესმენი, მწერალი, პუბლიცისტი. დაიბადა თბილისში. 1992 წელს დაამთავრა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს – ქალაქ ატლანტის (აშშ) ემორის უნივერსიტეტის რობერტო გიოზუეტას სახელობის ბიზნეს-სკოლა. სხვადასხვა დროს (1997-2007) სწავლობდა და გადიოდა ტრენინგებს ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის, ვაშინგტონის, მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტებში. არის პუბლიცისტური და ლიტერატურული სტატიებისა და ესეების ავტორი. 2010 წელს მისი ძალისხმევით კიკეთში დაარსდა სარაგბო კლუბი „იუნკერები”. 2017 წელს გამოსცა ლექსების კრებული.
- * * * (ფრაგმენტი)
- ბედნიერებამ მითხრა – ნუ მეძებ
- შენი შვილების თვალებში მნახე...
- ნაზი სამშობლოს უხლებ ველებზე
- ნაწვიმარ სიოდ გამომიძახე.
- შემხვდი შავი ზღვის ნაჩურჩულებთან,
- სადაც კოლხეთი შეხვდა დიაოხს,
- სადაც შორს წასულს ლოდინს ურეკდა
- ტალღებს მომდგარი მთების ფრიალო.
- მნახე კახეთის უდრეკ დგომაში,
- მთვარისფერ ვაზის ფოფინა ჩრდილში,
- თრიალეთს მომწყდარ შემოდგომაში
- და ჭირნახულის ჟივილ-ხივილში.
- დაზამთრებული გურიის მთებში,
- ხელიხელ ნაკრეფ ჩხავერის ტკბილში,
- საგაზაფხულედ მზა ნადურებში
- და კრიმანჭულის ჭირზე სიცილში.