ბიჭვინთის ფიჭვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბიჭვინთის ფიჭვი“ გადაიტანა გვერდზე „ფიჭვი ბიჭვინთის“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ფიჭვი ბიჭვინთის“ გადაიტანა გვერდზე „ბიჭვინთის ფიჭვი“ გადამისა...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:51, 2 მარტი 2022 მდგომარეობით

BiWvintis fiWvi.jpg

ბიჭვინთის ფიჭვი – მცენარე ფიჭვის გვარისა. 25-40 მ-მდე სიმაღლის, სწორტანიანი, გაშლილვარჯიანი ხე. მიეკუთვნება მესამეული პერიოდის რელიქტურ და ენდემურ ჯიშებს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე ანაპის მიდამოებიდან (კრასნოდარის მხარე) ფსირცხამდე (აფხაზეთი) და სამხრეთ ყირიმში. გვხვდება ზღვის დონიდან 300-400 მ-ზე. იზრდება როგორც ზღვისპირული ვაკის ნიადაგზე (ბიჭვინთის კონცხი), ისე მთის კალთების ღორღიან თხელ ნიადაგზე და კირქვებზე. ბიჭვინთის ფიჭვი სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, მეტნაკლებად გვალვა- და ქარგამძლე ჯიშია. გამოიყენება ბაღ-პარკების მოსაწყობად შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ზოლში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, როგორც დეკორატიული ხე.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები