ზაზანაშვილი ნუგზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[კატეგორია:ქართველი გეოლოგები]] | [[კატეგორია:ქართველი გეოლოგები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | [[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | ||
− |
მიმდინარე ცვლილება 15:50, 4 მარტი 2022 მდგომარეობით
ზაზანაშვილი ნუგზარ − (1957), გეოგრაფი, გეოლოგი, მეცნიერი, პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით. პარალელურად სწავლობდა ხელოვნებათმცოდნეობის მეორეულ ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მწერალთა წრის მუშაობაში. ლიტერატურული წერილი პირველად 1980 წელს გამოაქვეყნა, ლექსები − 1981 წელს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 1992 წელს, კვლავ გამოჩნდა ლიტერატურულ სივრცეში. ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსების პირველი წიგნი „ასეთი დროა“ 1998 წელს გამოიცა, შემდეგ კრებული „გაუგზავნელი წერილებიდან“ (2006), კრებული „ცის“ (2010), „მექანიკური როიალი“ კი მეოთხე კრებულია. მისი ლექსები შეტანილია „თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგიაში: 1990-2004“ და წიგნში „ქართული ლექსი: XX საუკუნე“.
- * * *
- შუქი, ფანჯარა, ღამის პეპლები,
- და – არეკლილი – მინაზე სახე...
- ლექსი იმისთვის არ იწერება,
- რომ იხსენებდნენ პოეტის სახელს.
- ლექსი იმისთვის არ იწერება,
- რომ იხსენებდნენ პოეტის სახელს...
- ქრებიან: შუქი, ღამის პეპლები
- და – არეკლილი – მინაზე სახე.