იაგორაშვილი ნოდარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იაგორაშვილი ნოდარ“ გადაიტანა გვერდზე „ნოდარ იაგორაშვილი“) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Nodar iagorashvili.JPG|thumb|ნოდარ იაგორაშვილი]] | ||
'''იაგორაშვილი ნოდარ''' − (1945), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]], ბავშვობა გაატარა სოფელ კალაურში (გურჯაანი). სწავლობდა თბილისში, თეატრალურ სტუდიაში; დაამთავრა სოფელ ვაჩნაძიანის საშუალო სკოლა, შემდეგ − [[იაკობ გოგებაშვილი]]ს სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაწერა ათი წლის ასაკში და მას დადებითი შეფასება მისცა თვით იოსებ ნონეშვილმა. | '''იაგორაშვილი ნოდარ''' − (1945), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]], ბავშვობა გაატარა სოფელ კალაურში (გურჯაანი). სწავლობდა თბილისში, თეატრალურ სტუდიაში; დაამთავრა სოფელ ვაჩნაძიანის საშუალო სკოლა, შემდეგ − [[იაკობ გოგებაშვილი]]ს სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაწერა ათი წლის ასაკში და მას დადებითი შეფასება მისცა თვით იოსებ ნონეშვილმა. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:02, 9 მარტი 2022 მდგომარეობით
იაგორაშვილი ნოდარ − (1945), ქართველი პოეტი. დაიბადა თბილისში, ბავშვობა გაატარა სოფელ კალაურში (გურჯაანი). სწავლობდა თბილისში, თეატრალურ სტუდიაში; დაამთავრა სოფელ ვაჩნაძიანის საშუალო სკოლა, შემდეგ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი დაწერა ათი წლის ასაკში და მას დადებითი შეფასება მისცა თვით იოსებ ნონეშვილმა.
- * * *
- ჩემი თელავის ყველა ქუჩას თითზე დავითვლი,
- უფალმა ღმერთმა ნადიკვარზე ცრემლად დამადნოს,
- შაქარყინულის ნატეხივით გულში ჩაგითლით,
- რომ თქვენი სითბო სიყვარული ჩამებადაგოს.
- ჩავემუხლები, დავუჩოქებ ჯვარპატიოსანს,
- გული უზომო სიყვარულით ლოცვას შენატრებს,
- ჩემი თელავის ყველა ვაჟკაცს და მანდილოსანს
- საკუთრად თითოს, გაგინათებთ თაფლის კელაპტრებს.
- მოვასწრებ, ალბათ... თვით უფალიც ამატანინებს,
- სანამდის ბოლო ამოსუნთქვა გადამთელავდეს
- წინანდლის ბაღში ამოვარჩევ ლამაზ ყვავილებს,
- რომ ფიანდაზად დაგიფინოთ ყველა თელაველს.
- გიგოს გორაზე სიყვარულის ეშხით დავთვრები
- და გადმოგძახებთ:
- - თქვენთანა ვარ, თქვენთვის ვმღერივარ!
- თქვენც გამიხსენეთ.. შემიყვარეთ, სანამ გავქრები...
- ნაღდი თუ არა, გულით მაინც თელაველი ვარ!