მანჭკვალას მატყუარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: right '''მანჭკვალას მატყუარა''' (''ლათ''. Hypholoma fasciculare (Hunds:...)
 
(წყარო)
 
ხაზი 22: ხაზი 22:
 
[[კატეგორია:სოკოები]]  
 
[[კატეგორია:სოკოები]]  
 
[[კატეგორია: ბაზიდიანი სოკოები]]
 
[[კატეგორია: ბაზიდიანი სოკოები]]
 +
[[კატეგორია: შხამიანი სოკოები]]

მიმდინარე ცვლილება 20:36, 16 მარტი 2022 მდგომარეობით

Matyuaramanch.PNG

მანჭკვალას მატყუარა (ლათ. Hypholoma fasciculare (Hunds: Fr.) Kumm. რუს. Ложноопёнок серно-жёлтый)

ქუდი – 7 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ზარისებრია, შემდეგ – რამდენადმე გაშლილი, ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი ტიტველია, ყვითელი ან მურა-ყვითელი, კიდეებზე ახასიათებს მოთეთრო-მოყვითალო ბოჭკოვანი ფიფქები. ფირფიტები შეზრდილია ფეხთან, ხშირია, ვიწრო, ჯერ გოგირდის ფერია, შემდეგ მომწვანოა და საბოლოოდ – მოშავო-მომწვანო-მოყვითალო.

ფეხი – 5-15 სმ სიგრძისა და 0,5-1 სმ სისქისაა, ბოჭკოვანი ზედაპირით, ყვითელია, ზედა ნაწილში ახასიათებს ღია ყვითელი აბლაბუდისებრი საყელოს ნარჩენები.

რბილობი – ყვითელია, არასასიამოვნო სუნით და მწარე გემოთი.

სპორები – ელიფსისებრია, სადა ზედაპირით, 6-8X4-5 მკმ. იძლევა მოშავო-იისფერ ანაბეჭდს.

იზრდება დიდ ჯგუფებად გამხმარ და დამპალ წიწვიან და ფოთლოვან ხეებზე ზაფხულ-შემოდგომით.

მომაკვდინებელი შხამიანია. მოქმედებს ტვინსა და ნერვულ ცენტრზე, რომელიც აწესრიგებენ ცალკეული ორგანოების ფუნქციას, იწვევს მათ სიდამბლავეს. მოწამვლის კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორც შხამათი მოწამლისას. განსხვავდება მანჭკვალასაგან ქუდის, ფირფიტებისა და სპორების მტვრის ფერით.



[რედაქტირება] წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები