კაკიაშვილი ირმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ირმა კაკიაშვილი '''კაკიაშვილი ირმა''' − (1970), პ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორბელიანი ირინოლა“ გადაიტანა გვერდზე „კაკიაშვილი ირმა“ გადამ...) |
(ერთი მომხმარებლის 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) |
მიმდინარე ცვლილება 21:46, 25 აგვისტო 2023 მდგომარეობით
კაკიაშვილი ირმა − (1970), პოეტი, ლიტერატურული ფსევდონიმი − ირინოლა ორბელიანი. დაიბადა ხაშურში, ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა ხაშურის მე-3 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე, 20 წლის შემდეგ კი დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებული „გარდასახვა” (2017).
- * * *
- არ ვიცი ვინ ხარ... იქნებ იმედი,
- მთელი ცხოვრება გვერდით რომ დამდევს,
- იქნებ, სხივი ხარ, შორით მოსული,
- გულში ფარულად ღამეს რომ ათევს.
- იქნებ, ლოცვა ხარ ფაქიზად თქმული,
- გულის სიმებს რომ უჩუმრად არხევს
- და, რომც ვცდებოდე, მაინც ისა ხარ,
- ვინც მაოცებს და ლოდინით მავსებს.
- არ ვიცი ვინ ხარ, იქნებ, წამი ხარ,
- რომელშიც უნდა ვიშვა, განვახლდე,
- იქნება, ჩემი დასტაქარი ხარ
- სასთუმალს მჯდომი გარიჟრაჟამდე.
- იქნებ, ფარი ხარ გამობრძმედილი
- და ჩემი სულის გახდი მეკარე,
- იქნებ, გმირი ხარ ომგადახდილი
- და გამარჯვებულს გადაგეყარე.
- არ ვიცი ვინ ხარ, იქნებ ჩრდილი ხარ,
- პატარა წვეთს რომ გადაეფარე,
- იქნება მხოლოდ ნატვრის ღილი ხარ
- და ფრთხილად შეგხსენ რომ დამენახე.