კახიძე გიორგი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბუნდოვანი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „კახიძე გიორგი“ გადამისა...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Giorgi kaxidze.JPG|thumb|გიორგი კახიძე]] | ||
'''კახიძე გიორგი''' — (1969), ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. ფსევდონიმი — ბუნდოვანი. ამჟამად — საეკლესიო მორჩილი გიორგი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. | '''კახიძე გიორგი''' — (1969), ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. ფსევდონიმი — ბუნდოვანი. ამჟამად — საეკლესიო მორჩილი გიორგი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. | ||
1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 80-იან წლებში იყო [[ტერენტი გრანელი]]ს საფლავის მცველი და გრანელის | 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 80-იან წლებში იყო [[ტერენტი გრანელი]]ს საფლავის მცველი და გრანელის | ||
დიდუბის პანთეონში გადასვენების შემდეგ, დიდი პოეტის ნასაფლავარი შეინარჩუნა იქ, მემორიალის დადგმით. 90-იან წლებში იბეჭდებოდა ჟურნალებში „რუბიკონი“, „მესამე გზა“ და სხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში... 1990 წელს მეგობარ პოეტებთან ერთად ჩამოაყალიბა - „ქართველ პოეტთა ორდენი — ქრონოფაგები“, რომელმაც მაშინ გამოსცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული... 2000-იანების დასაწყისიდან აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთ „ალტერნატივაში“ და ჟურნალ „აფრაში“, ასევე სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ-გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა დროს გამოცემულ „თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიებში“. | დიდუბის პანთეონში გადასვენების შემდეგ, დიდი პოეტის ნასაფლავარი შეინარჩუნა იქ, მემორიალის დადგმით. 90-იან წლებში იბეჭდებოდა ჟურნალებში „რუბიკონი“, „მესამე გზა“ და სხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში... 1990 წელს მეგობარ პოეტებთან ერთად ჩამოაყალიბა - „ქართველ პოეტთა ორდენი — ქრონოფაგები“, რომელმაც მაშინ გამოსცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული... 2000-იანების დასაწყისიდან აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთ „ალტერნატივაში“ და ჟურნალ „აფრაში“, ასევე სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ-გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა დროს გამოცემულ „თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიებში“. | ||
| − | 2006-2012 წლებში იყო მულტიმედია არტჯგუფ „სტიგმატის“ დამფუძნებელი და | + | 2006-2012 წლებში იყო მულტიმედია არტჯგუფ „სტიგმატის“ დამფუძნებელი და რეჟისორი. გადაიღო სამოცდახუთი მინი-არტ ფილმი (კინო-პოეზია). იყო და ახლაც არის, მრავალი ცნობილი ლიტერატურული და არტ-საღამოს ავტორი, თანაავტორი და ინიციატორი. მუშაობდა ძირითადად ავანგარდული [[პოეზია|პოეზიის]] ჟანრში და პერფორმანსში. ბოლო 5-6 წელია, რაც ეკლესიად |
შედგა, წერს ძირითადად ქრისტიანული თემატიკის პოეტურ ნაწარმოებებს და აღარ მისდევს არტ-აქციონიზმს. | შედგა, წერს ძირითადად ქრისტიანული თემატიკის პოეტურ ნაწარმოებებს და აღარ მისდევს არტ-აქციონიზმს. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:48, 29 ივლისი 2025 მდგომარეობით
კახიძე გიორგი — (1969), ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. ფსევდონიმი — ბუნდოვანი. ამჟამად — საეკლესიო მორჩილი გიორგი. დაიბადა თბილისში. 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 80-იან წლებში იყო ტერენტი გრანელის საფლავის მცველი და გრანელის დიდუბის პანთეონში გადასვენების შემდეგ, დიდი პოეტის ნასაფლავარი შეინარჩუნა იქ, მემორიალის დადგმით. 90-იან წლებში იბეჭდებოდა ჟურნალებში „რუბიკონი“, „მესამე გზა“ და სხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში... 1990 წელს მეგობარ პოეტებთან ერთად ჩამოაყალიბა - „ქართველ პოეტთა ორდენი — ქრონოფაგები“, რომელმაც მაშინ გამოსცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული... 2000-იანების დასაწყისიდან აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთ „ალტერნატივაში“ და ჟურნალ „აფრაში“, ასევე სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ-გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა დროს გამოცემულ „თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიებში“.
2006-2012 წლებში იყო მულტიმედია არტჯგუფ „სტიგმატის“ დამფუძნებელი და რეჟისორი. გადაიღო სამოცდახუთი მინი-არტ ფილმი (კინო-პოეზია). იყო და ახლაც არის, მრავალი ცნობილი ლიტერატურული და არტ-საღამოს ავტორი, თანაავტორი და ინიციატორი. მუშაობდა ძირითადად ავანგარდული პოეზიის ჟანრში და პერფორმანსში. ბოლო 5-6 წელია, რაც ეკლესიად შედგა, წერს ძირითადად ქრისტიანული თემატიკის პოეტურ ნაწარმოებებს და აღარ მისდევს არტ-აქციონიზმს.
- ეს ქანქარა-ქარი
- ქარი, როგორც არხარი რქებით უტევს სახლებს,
- ატორტმანებს, ახელებს მაღაზიებს, დახლებს;
- ქარმა იცის ხმაურში მოფერებაც ზოგჯერ,
- შლეგურ აურზაურში ამ სტრიქონებს მოგწერ.
- მოგწერ, როგორ მიყვარდი ქარიშხლიან ღამით,
- როგორ მენატრებოდა თუნდ მეხილე წამით...
- და ქარებით მოსილი ღამე რთავდა ბორცვებს,
- ჩუმ ტრფიალში მძინარეც ივარცხნიდი ძოწებს.
- დალალებზე გეფრქვია ვარსკვლავური სევდა,
- ქარბორბალა ღრიალით უკუნეთში მდევდა...
- და ლოცვებში მოღლილი ქარაშოტმა მთელა,
- მე მოგელი ნიადაგ, ქარბუქივით ვღელავ.
- ქარი, ქარი — ქანქარა, ქრის ქურდულად რატომ?
- მეც ქურდივით გიტაცებ ჩემს ფიქრებში, მარტო;
- ყინვის ედელვაისად გაგეფურჩქნა ბაგე,
- გულის ლაბირინთებში უშურველად გაქე!..
- მე წარმტაცად მევლინა შენი ლაღი ქროლვა,
- თვალებიდან გედინა ზურმუხტივით თოვა;
- ისევ ამ თებერვალმაც დაიჩოქა მარტთან,
- თრთვილის ცრემლებს დასტურად უანგაროდ გატან...