ჰაიმორის წიაღის კისტები
(ახალი გვერდი: '''ჰაიმორის წიაღის კისტები''' — ზედა ყბის წიაღის ლორწოვან გარს...) |
(→ოდონტოგენური კისტები) |
||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
=== ოდონტოგენური კისტები === | === ოდონტოგენური კისტები === | ||
| + | [[ფაილი:Ameloblastoma.PNG|thumb|ზედა ყბის ოდონტოგენური ამელობლასტომა]] | ||
კბილიდან წამოსული კისტები შესაძლოა განვითარდეს მაშინ, როდესაც კბილის (თუნდაც ამოღებულის) ფესვის კისტა განიცდის | კბილიდან წამოსული კისტები შესაძლოა განვითარდეს მაშინ, როდესაც კბილის (თუნდაც ამოღებულის) ფესვის კისტა განიცდის | ||
ზრდას. ოდონტოგენური ამელობლასტომა ამის კარგი მაგალითია. მისი მიმართულება შეიძლება იყოს როგორც წიაღისაკენ, ასევე | ზრდას. ოდონტოგენური ამელობლასტომა ამის კარგი მაგალითია. მისი მიმართულება შეიძლება იყოს როგორც წიაღისაკენ, ასევე | ||
მიმდინარე ცვლილება 23:14, 22 მარტი 2022 მდგომარეობით
ჰაიმორის წიაღის კისტები — ზედა ყბის წიაღის ლორწოვან გარსს და ექტოდერმულ ნარჩენებს აქვთ მიდრეკილება წარმოშვან კისტები.
ამ კისტების აღმოჩენა, როგორც წესი, შემთხვევით ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს, რომელიც რაიმე სხვა მიზეზით კეთდება. თუმცა, რასაკვირველია, ჰაიმორის მიდამოს ტკივილი და ზოგჯერ კანქვეშა შეშუპება გვაიძულებს ამ კვლევის ჩატარებას კისტის არსებობის გამოსარიცხად.
[რედაქტირება] წიაღის ლორწოვანი გარსიდან განვითარებული რეტენციული კისტები
როგორც წესი, ამ კისტებს არ აქვთ კონკრეტული ლოკალიზაცია და ნებისმიერ კედელზე (წინა, უკანა) შეიძლება იყვნენ. დინამიკაში ზრდის მიუხედავად, ისინი არ იწვევენ ძვლის კომპრესიას და დაშლას მუკოცელესაგან განსხვავებით, რომელიც კომპრესიას ახდენს ძვალზე და მის დეფორმაციას იწვევს.
რენტგენზე ჩანს ჩამავალი მზის სურათის მაგვარი დაჩრდილვა ჰაიმორის წიაღში, რომელიც იმდენად დამახასიათებელია კისტასთვის, რომ არ შეიძლება სხვა რამეში აგერიოთ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რენტგენის პროექციულ დამიზნებას დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი გრაფიკული გამოსახულების მისაღებად.
კისტას პუნქცია, ისევე როგორც პუნქცია სინუსიტის დროს, დროებითი ზომაა და თანაც იმდენად მტკივნეული, რომ ამოღებულია პრაქტიკიდან.
ასეთი კისტები საჭიროებენ მკურნალობას (იქნება ეს მედიკამენტოზური თუ ქირურგიული) მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი. სხვა შემთხვევებში, უსიმპტომო კისტები არ საჭიროებენ მკურნალობას.
ტკივილის ან დისკომფორტის შემთხვევაში, ოპერაციული ჩარევა – ენდოსკოპიური მეატოტომია, არის კარგი გამოსავალი.
[რედაქტირება] ოდონტოგენური კისტები
კბილიდან წამოსული კისტები შესაძლოა განვითარდეს მაშინ, როდესაც კბილის (თუნდაც ამოღებულის) ფესვის კისტა განიცდის ზრდას. ოდონტოგენური ამელობლასტომა ამის კარგი მაგალითია. მისი მიმართულება შეიძლება იყოს როგორც წიაღისაკენ, ასევე სასის ძვლისკენ.
ამიტომ მისი მკურნალობა ყბა-სახის ქირურგის მიერ უნდა წარიმართოს, რაც გამოიხატება ფესვის ტოტალურ რეზექციაში და კისტას შიგთავსის ამოსუფთავებაში.
იშვიათად, მაგრამ მაინც, ასეთი კისტები იწვევს სინუსის მთლიან ინვაზიას ძვლის დესტრუქციით და შესაძლოა, მიგვანიშნოს ნეოპლაზიურ პროცესზე.
აღსანიშნავია იშვიათი, თუმცა მძიმე პათოლოგია – კისტოზური ამელობლასტომა, რომელიც კეთილთვისებიანი, მაგრამ ძალიან დესტრუქციული და ხშირად მორეციდივე სიმსივნეა. მისი დიაგნოზი ჰისტოლოგიურად უნდა დამტკიცდეს.
მისი მკურნალობა ქირურგიულია და გამოიხატება სიმსივნის რადიკალურ რეზექციაში.
NOTA BENE
|