ამაღლობელი რატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ამაღლობელი რატი“ გადაიტანა გვერდზე „რატი ამაღლობელი“)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 34: ხაზი 34:
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:საბას პრემიის ლაურეატები]]

მიმდინარე ცვლილება 13:02, 23 მარტი 2022 მდგომარეობით

რატი ამაღლობელი

ამაღლობელი რატი – (1977), ქართველი პოეტი, დაიბადა თბილისში. 1994 წელს დაამთავრა თბილისის მეექვსე გერმანული გიმნაზია, 2000 წელს კი – თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი. რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში. იგი საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტია 2011 წლიდან. 2010-2011 წლებში იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის” რედაქტორი. ატარებს ყოველკვირეულ ღია ლექციებს „წიგნის სახლში”. 2005-2010 წლებში იყო საზოგადოებრივი რადიოს ლიტერატურული გადაცემის, „ხმების ისტორია“, წამყვანი. გამოცემული აქვს კრებულები: „ზმნა” (2000)“, „თუ” (2003), „წრე” (2006), ლექსები (2011).


* * *
მივატოვე ბეთსაიდა
შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
გულო, ვიცი, სამსხვერპლოზე
ისააკის ბედს აიტან.
მივატოვე სამარია,
მზის შობა და ცა-მარიამ.
შუბლი ისევ გოლგოთაა,
გული ისევ სამარეა.
მივატოვე მეტანია,
ბეთბაგე და ბეთანია,
სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის
სევდა ამომიტანია.
მივატოვე ნაზარეთი
ვით სნეულმა ლაზარეთი
გზა გასამდა: მარიამით,
მართათი და ლაზარეთი.
მივატოვე, მომიტევე,
შენთან როგორ მოვიდე მე.
შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე,
ღამეს შუბლთან რომ მითევენ.
მივატოვე ბეთსაიდა,
შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
გულო, ვიცი გოლგოთაზე
უკვე ჯვარცმულ
ბედს აიტან.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები