ლომოური ნიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკო ლომოური“ გადაიტანა გვერდზე „ლომოური ნიკო“ გადამისამართე...)
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ლომოური ნიკო''' (1852 – 1915), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, პოეტი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. დაიბადა სოფელ არბოში (გორი). [[გორი]]ს სასულიერო სასწავლებლისა და [[თბილისი]]ს სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875 წლიდან სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა. ერთხანს თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1881 წლიდან კი გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.
+
[[ფაილი: 14 lomouri niko st.png|thumb|150 პქ|ნიკო ლომოური]]
 +
'''ლომოური ნიკო''' (ფსევდონიმები: „ლევან ცაველი“, „გორელი“, „არბოელი“, „სემინარიელი“, „თქვენებური“, „პროვინციელი“), (1852-1915), პროზაიკოსი, პედაგოგი. ხალხოსან მწერალთა ჯგუფს ეკუთვნოდა, მაგრამ ბოლომდე არ იზიარებდა მათს ლიტერატურულ პრინციპებს და სამოციანელთა ტრადიციებს მიჰყვებოდა.  
  
პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ „მნათობში” გამოქვეყნდა. 1885 წელს მისი ლექსები და მოთხრობები ცალკე წიგნაკად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა „ალი” (1878, გამოქვეყნდა ჟურნალ „ივერიაში”, 1879). ნიკო ლომოური ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც და თარგმანებს აქვეყნებდა XIX საუკუნის 70-80-იანი წლების პერიოდულ პრესაში.
+
==== ბიოგრაფია ====
 +
სწავლობდა [[გორი|გორის]], შემდეგ [[თბილისი|თბილისის]] სასულიერო სასწავლებლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ (1857) ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში (1875-79), სადაც გაეცნო და ეზიარა ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის, უსპენსკის, ნეკრასოვის იდეებს, რომლებმაც, [[ჭავჭავაძე ილია|ჭავჭავაძის]] თხზულებებთან ერთად, დიდი გავლენა იქონიეს მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე (აქვე გაიცნო სამხედრო გიმნაზიის მოსწავლე [[კლდიაშვილი დავით|დ. კლდიაშვილი]] და კეთილისმყოფელი გავლენა იქონია მასზე). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში, 1883 წლიდან იყო გორის საოსტატო სემინარიისა და ქალთა პროგიმნაზიის [[ქართული ენა|ქართული ენის]] მასწავლებელი. ამავე დროს თავის სოფელში გახსნა პატარა სკოლა გლეხის ბავშვთათვის.
  
 +
==== ლექსები ====
 +
1872 წ. „[[მნათობი (ჟურნალი)|მნათობში]]“ დაიბეჭდა ნ. ლომოურის პირველი ლექსები და საგაზეთო კორესპონდენციები, რომლებიც უმთავრესად გამოხატავდა გლეხობის ყოფას, მათს გაუნათლებლობას. მალე ლექსების წერას თავი დაანება და პროზის დარგში დაიწყო ნაყოფიერი მუშაობა. მოთხრობები „ალი“, „ქაჯანა“, „პაწია მეგობრები“, „გიგო ღრუბელაშვილი“ ასახავდა გლეხის უმწეო მდგომარეობას, მასში ღრმად გამჯდარ ცრუმორწმუნეობას, მეფის ხელისუფლებისა და სოფლის მოხელეთა თვითნებობას, ეკლესიის მსახურთა უდიერ დამოკიდებულებას გლეხობისადმი. ამ თხზულებებში ავტორი ქადაგებდა განმანათლებლურ შეხედულებებს, სახავდა ხალხოსანთა პრაქტიკული მუშაობის გზას, გვიჩვენებდა მათს ურთიერთობას გლეხობასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმდროინდელი სოფლის ყოფა, გლეხობის მატერიალური სივიწროვე და უუფლებობა გადმოცემულია მოთხრობებში „ბედი უბედურთა“, „ქრისტიანი ლეკები“, „ყოველის მხრიდან“, „ბერიტა ქრისტესაშვილი“. საქართველოს წარსულს მიუძღვნა მოთხრობები „წინაპართა აჩრდილი“ და „ხერხი სჯობია ღონესა“.
  
::: '''ჩემს ვარსკვლავს'''
+
==== მოთხრობები ====
 +
ნ. ლომოურის მოთხრობები იბეჭდებოდა „მნათობში“, „[[დროება (გაზეთი)|დროება]]ში“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]ში“, „[[მოამბე (ჟურნალი)|მოამბე]]ში“, [[განათლება (ჟურნალი)|განათლება]]ში“, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მისი ზოგიერთი ქმნილება („ალი“, „ქაჯანა“, „პაწია მეგობრები“, „ყოველის მხრიდან“) დღესაც საქრესტომათიო თხზულებებად არის მიჩნეული.
  
::ჩემო ვარსკვლავო, მწუხარეს გულით
+
==== თარგმანები ====
::შენ შემოგცქერი ყოველსა ჟამსა;
+
ნ. ლომოური ტ. შევჩენკოს, ნ. დობროლუბოვისა და . ნეკრასოვის ერთ-ერთი პირველი მთარგმნელია. მასვე ეკუთვნის დღესაც პოპულარული საბავშვო ლექსის „ყინვა და პატარა შეგირდის“ თარგმანი. მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულად.
::შენსა ბედზედა ვაებით, ჭმუნვით
+
::ვგოდავ და ვსტირი – ვღვრი ცხარე ცრემლსა!
+
::შენზედ, მნათობო, ყველა სულდგმული
+
::მოსთქმიდა ასე აღტაცებულად,
+
::რომელსაც ეხლა მე, დაჩაგრული,
+
::ვერც მოვიაზრებ, ვერც ვნახავ სიზმრად.
+
::რა უყავ, ტურფავ, შენი სხივები,
+
::რომლითაც ყველა მხიარულებდნენ,
+
::რომელთაც ჩვენი მამა-პაპები,
+
::ქორფას აკვანში გაგვაცნობებდნენ?
+
::ვიცი, მნათობო, შენი სხივები
+
::ისევ ისევე გარს გახვევიან;
+
::მაგრამ წყეული შავი ღრუბლები
+
::მძლავრი ქარისგან გადაიყრება
+
::და ისევ კვალად შენი სხივები
+
::ჩემსა არეზედ გამობრწყინდება.
+
::ნეტავ იმ ქარმა, იმ დალოცვილმა,
+
::სანამ ცოცხალ ვარ, ამოიქროლოს,
+
::რომ შენზედ ჯავრი ჩემ წყლულმა გულმა
+
::საფლავში მაინც არ ჩაიტანოს.
+
  
 +
 +
 +
 +
==თხზულებანი==
 +
* მოთხრობები, 1951; თხზულებანი 2 ტომად, ტ. I, 1963;
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3. 1955;
 +
* ს. ხუციშვილი, ნიკო ლომოური, 1955.
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
[[კატეგორია:ლომოურები]]
+
[[კატეგორია:ქართველი ხალხოსნები]]
 +
[[კატეგორია:ლომოურები]]
 +
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]

მიმდინარე ცვლილება 23:23, 16 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ნიკო ლომოური

ლომოური ნიკო – (ფსევდონიმები: „ლევან ცაველი“, „გორელი“, „არბოელი“, „სემინარიელი“, „თქვენებური“, „პროვინციელი“), (1852-1915), პროზაიკოსი, პედაგოგი. ხალხოსან მწერალთა ჯგუფს ეკუთვნოდა, მაგრამ ბოლომდე არ იზიარებდა მათს ლიტერატურულ პრინციპებს და სამოციანელთა ტრადიციებს მიჰყვებოდა.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

სწავლობდა გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ (1857) ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში (1875-79), სადაც გაეცნო და ეზიარა ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის, უსპენსკის, ნეკრასოვის იდეებს, რომლებმაც, ჭავჭავაძის თხზულებებთან ერთად, დიდი გავლენა იქონიეს მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე (აქვე გაიცნო სამხედრო გიმნაზიის მოსწავლე დ. კლდიაშვილი და კეთილისმყოფელი გავლენა იქონია მასზე). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში, 1883 წლიდან იყო გორის საოსტატო სემინარიისა და ქალთა პროგიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი. ამავე დროს თავის სოფელში გახსნა პატარა სკოლა გლეხის ბავშვთათვის.

[რედაქტირება] ლექსები

1872 წ. „მნათობში“ დაიბეჭდა ნ. ლომოურის პირველი ლექსები და საგაზეთო კორესპონდენციები, რომლებიც უმთავრესად გამოხატავდა გლეხობის ყოფას, მათს გაუნათლებლობას. მალე ლექსების წერას თავი დაანება და პროზის დარგში დაიწყო ნაყოფიერი მუშაობა. მოთხრობები „ალი“, „ქაჯანა“, „პაწია მეგობრები“, „გიგო ღრუბელაშვილი“ ასახავდა გლეხის უმწეო მდგომარეობას, მასში ღრმად გამჯდარ ცრუმორწმუნეობას, მეფის ხელისუფლებისა და სოფლის მოხელეთა თვითნებობას, ეკლესიის მსახურთა უდიერ დამოკიდებულებას გლეხობისადმი. ამ თხზულებებში ავტორი ქადაგებდა განმანათლებლურ შეხედულებებს, სახავდა ხალხოსანთა პრაქტიკული მუშაობის გზას, გვიჩვენებდა მათს ურთიერთობას გლეხობასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმდროინდელი სოფლის ყოფა, გლეხობის მატერიალური სივიწროვე და უუფლებობა გადმოცემულია მოთხრობებში „ბედი უბედურთა“, „ქრისტიანი ლეკები“, „ყოველის მხრიდან“, „ბერიტა ქრისტესაშვილი“. საქართველოს წარსულს მიუძღვნა მოთხრობები „წინაპართა აჩრდილი“ და „ხერხი სჯობია ღონესა“.

[რედაქტირება] მოთხრობები

ნ. ლომოურის მოთხრობები იბეჭდებოდა „მნათობში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „მოამბეში“, განათლებაში“, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მისი ზოგიერთი ქმნილება („ალი“, „ქაჯანა“, „პაწია მეგობრები“, „ყოველის მხრიდან“) დღესაც საქრესტომათიო თხზულებებად არის მიჩნეული.

[რედაქტირება] თარგმანები

ნ. ლომოური ტ. შევჩენკოს, ნ. დობროლუბოვისა და ნ. ნეკრასოვის ერთ-ერთი პირველი მთარგმნელია. მასვე ეკუთვნის დღესაც პოპულარული საბავშვო ლექსის „ყინვა და პატარა შეგირდის“ თარგმანი. მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულად.



[რედაქტირება] თხზულებანი

  • მოთხრობები, 1951; თხზულებანი 2 ტომად, ტ. I, 1963;

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3. 1955;
  • ს. ხუციშვილი, ნიკო ლომოური, 1955.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები