თუშური ყველი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * პური ჩვენი არსობისა | + | * [[პური ჩვენი არსობისა]] |
[[კატეგორია: რძის პროდუქტები]] | [[კატეგორია: რძის პროდუქტები]] | ||
[[კატეგორია: ქართული სუფრა]] | [[კატეგორია: ქართული სუფრა]] | ||
[[კატეგორია: ქართული ყველის სახეობები]] | [[კატეგორია: ქართული ყველის სახეობები]] | ||
| + | [[კატეგორია:საკვები პროდუქტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:04, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
თუშური ყველი - ქართული ყველის სახეობათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია, მზადდება ცხვრის, თხის და ძროხის რძის, ან მათი ნარევისაგან (როგორც მოუხდელი, ისე - ნაწილობრივ მოხდილი). იგი მზადდება როგორც არაპასტერიზებული (უმი), ასევე 70-74 გრადუსზე პასტერიზებული რძისგან. გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების გავლით მიღებულ საყველე მასას აცილებენ ზედმეტ შრატს, აყალიბებენ სპეციალურ პარკებში იმ ვარაუდით, რომ მზა ყველის მასა გამოვიდეს 6-8კგ.. შემდეგ იგი გაივლის სხვა ტექნოლოგიურ პროცესებს და, ფორმამიცემული, 14-20 დღით იდება 18-20%-იანი კონცენტრაციის მარილის ხსნარში, 2 თვის შემდეგ მზადაა სარეალიზაციოდ.
თუშური ყველი გემოთი ნაზია, ზომიერად მლაშე, სიმწარე - სრულებით შეუმჩნეველია, ნახატობა (ნაჩვრეტი) სწორი აქვს, არ ხასიათდება ძლიერი სიმაგრით, სიმშრალით და ფშვნადობით, შიგნით მკრთლი მოვარდისფრო დაჰკრავს.