ონიანი ესმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Esma oniani.JPG|thumb|ესმა ონიანი]]
 
[[ფაილი:Esma oniani.JPG|thumb|ესმა ონიანი]]
'''ონიანი ესმა''' − (1938 − 1999),  მხატვარი, პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1956 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე ქალთა სკოლა. 1957-1963 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე (უჩა ჯაფარიძის სახელოსნო). სადიპლომო ნამუშევარმა , „უფროსკლასელები“,
+
'''ესმა ონიანი''' − (1938 − 1999),  [[ქართველები|ქართველი]] მხატვარი და  პოეტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. 1956 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე ქალთა სკოლა. 1957-1963 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის [[ფერწერა|ფერწერის]] ფაკულტეტზე ([[უჩა ჯაფარიძე|უჩა ჯაფარიძის]] სახელოსნო). სადიპლომო ნამუშევარმა, „უფროსკლასელები“,მიიღო უმაღლესი შეფასება და გამოფენილი იყო მოსკოვში სსრკ სამხატვრო სასწავლებლების დიპლომატთა X საკავშირო გამოფენაზე. 1966-1967 წლებში მუშაობდა [[საქართველო]]ს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. 1969-1999 წლებში იყო [[თბილისი]]ს სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. მისი შემოქმედება ძირითადად თბილისს უკავშირდება; შექმნა თბილისელთა პორტრეტები.  
მიიღო უმაღლესი შეფასება და გამოფენილი იყო მოსკოვში სსრკ სამხატვრო სასწავლებლების დი პლომატთა X საკავშირო გამოფენაზე. 1966-1967 წლებში მუშაობდა [[საქართველო]]ს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. 1969-1999 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. მისი შემოქმედება ძირითადად თბილისს უკავშირდება; შექმნა თბილისელთა პორტრეტები. 1969 წლიდან პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები, ავტორია 4 კრებულისა, რომლებშიც შესულია ლექსთა ციკლები თბილისურ ყოფასა და თბილისელებზე. 2000 წელს თბილისში მოეწყო მემორიალური გამოფენა და პრეზენტაცია წიგნისა „ლექსები, ესეები, წერილები”.  
+
  
 +
ესმა ონიანი სამოცდაათიანელთა თაობის ღირსეულ წარმომადგენლად გვევლინება. მისი ორიგინალური მსოფლმხედველობა, ინდივიდუალური მხატვრული აზროვნება და ფერწერული მანერა 1970-იან წლებში ყალიბდება. ამ დროისათვის თავს იჩენს მხატვრის სწრაფვა რთული ფერწერული ამოცანების სინთეზური გადაწყვეტისადმი. საგნობრივი ფორმის ტრანსფორმირება, სივრცე-სიბრტყის, ტონალობაფერის გამოვლენა ერთ მთელში მისი შემოქმედებითი ინტერესების უმთავრეს საგანს წარმოადგენს. თანდათან იკვეთება მხატვრის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტი თუ მხატვრული ამოცანა: პლასტიკურ ფორმათა მეტყველი პასტოზური ძერწვა, სივრცობრივი პრობლემატიკა, სწრაფვა გამაერთიანებელი მოვარდისფრო გამის შექმნისაკენ. 1980-90-იანი წლებისათვის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სახეს იძენს საკუთარი მხატვრული მეთოდის დამკვიდრების, სამყაროსა და მისი სივრცულ-დროითი მახასიათებლების ავტორისეული გააზრების ინტენსიური პროცესი. სურათებში დომინირებს სამყაროს, როგორც ერთიანი მთელის ფერწერულ-პოეტური განცდა, მატულობს ფილოსოფიური განსჯის, მონუმენტურობის შეგრძნება. ნიშანდობლივია, რომ თავის შემოქმედებაში ე. ონიანი წარმატებით ავითარებს განსხვავებული სპეციფიკის მქონე სტრუქტურული ნიშნების ერთ მხატვრულ წყობაში ინტეგრირების რთულ ხაზს. მის ნამუშევრებში საფუძვლიანად არის თავმოყრილი და სინთეზირებული მხატვრის ძიებების ძირითადი მიმართულებები: პლასტიკურ ფორმათა ფერწერული ძერწვა, ცივი და თბილი ფერების ნიუანსირება სპეციფიკურ შუქ-ჰაეროვან მოწითალო გამაში, სტილიზებული, განზოგადებულ-მონუმენტალიზებული, ზოგჯერ აბსტრაჰირების ზღვართან მდგომი ლაკონიური ფორმების გადმოცემა.
  
::'''შუმერთა ლოცვა აბზუსადმი'''
+
ე. ონიანის ხელოვნება ხასიათდება მხატვრული გამომსახველობის დიდი ძალით და მკაფიო სახოვანებით. მის ნაწარმოებებში ნათლად მჟღავნდება სწრაფვა ცხოვრებისეულ მოვლენათა პირობით-პოეტური გარდასახვისაკენ. პირველ პლანზე ინაცვლებს „სახე-მოგონების“ თუ „სახე-განცდის“ მნიშვნელობის ხაზგასმა, ემოციური მგრძნობელობა, რასაც ავტორი ფერის ექსპრესიის გაძლიერებით, ფორმის ერთგვარი აბსტრაჰირების, სურათის სივრცობრივი და პლასტიკური კომპონენტების ორიგინალური შერწყმით ავლენს. საგნებისა და მოვლენების ხატოვან-ესთეტიკური აღქმით, ცხოვრების არსის სიღრმისეული განცდით მხატვარი საკუთარ სამყაროს პოეტურ ჟღერადობას, რომანტიკულ ინტონაციას ანიჭებს.
  
:: [[აბზუ]],
+
1969 წლიდან პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები, ავტორია 4 კრებულისა, რომლებშიც შესულია ლექსთა ციკლები თბილისურ ყოფასა და თბილისელებზე. 2000 წელს თბილისში მოეწყო მემორიალური გამოფენა და პრეზენტაცია წიგნისა „ლექსები, ესეები, წერილები”.
::ნუ მოხვალ! ფისისფერი თვალი გვაშორე!
+
 
::სადაც ხარ,იყავი!
+
<gallery>
::ბებერ მეფესავით ბარდებში იბოდიალე
+
ფაილი:Ooniani tbilisis xedi.png|თბილისის ხედი, 85x75, 1981
::გასი პულ ფლასტებით.
+
ფაილი:Deda krebdeshinis kabaSi.png|„დედა კრებდეშინის კაბაში“, 120 x 110, ტილო. ზეთი 1987
::ფშუტეთვალებიან კვერთხ-გვირგვინს
+
ფაილი:DaviT kakabaZis portreti.png|„დავით კაკაბაძის პორტრეტი“, 204x133, ტილო, ზეთი, 1981
::ჩამქრალ ოქროსას ატარებ.
+
ფაილი:DRis meore naxevari.png|დღის „მეორე ნახევარში“, 135x150, ტილო. ზეთი. 1970
::აბზუ, შენთან წამოსულნი დაითვალე
+
</gallery>
::ნელ-ნელა, არ იჩქარო;
+
::მზერა მოანაცვლე,
+
::სუყველა გაიხსენე სათითაოდ:
+
::მოხუცების თეთრი ხუხულები,
+
::წვერებით, წაქისფერებით,
+
::აბზუ, კაცები, შეწყვეტილნი, ძალადაულევი,
+
::ბებერი ქალები ფქვილიან თვალებით,
+
::აბზუ, ბავშვები მობარბაცე,
+
::აბზუ, რძესავსე დედები,
+
::ძუძუ სამუდამო შედედებით,
+
::აბზუ, თოთო-ფრცქვნილი ქალწულები
+
::სარეცელს მიჯაჭვიან ეკლიანს,
+
::აბზუ, ჭაბუკები თმების მზიანი ხვრელებით,
+
::ვნებადაუმცხრალი გახელებით,
+
::ყველას შეხედე −
+
::კაჟისფერ მზეში კრიჭა შეკვრიათ!
+
::აბზუ, ნუ მოხვალ,
+
::ჯერ შენთან წამოსულნი
+
::დაითვალე სათითაოდ,
+
::ნელა დაითვალე,
+
::არ იჩქარო!
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ხელოვნებათმცოდნეობის ეტიუდები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
+
* [[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ონიანები]]
 
[[კატეგორია:ონიანები]]

მიმდინარე ცვლილება 01:55, 25 იანვარი 2026 მდგომარეობით

ესმა ონიანი

ესმა ონიანი − (1938 − 1999), ქართველი მხატვარი და პოეტი. დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე ქალთა სკოლა. 1957-1963 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე (უჩა ჯაფარიძის სახელოსნო). სადიპლომო ნამუშევარმა, „უფროსკლასელები“,მიიღო უმაღლესი შეფასება და გამოფენილი იყო მოსკოვში სსრკ სამხატვრო სასწავლებლების დიპლომატთა X საკავშირო გამოფენაზე. 1966-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში დამდგმელ მხატვრად. 1969-1999 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი. მისი შემოქმედება ძირითადად თბილისს უკავშირდება; შექმნა თბილისელთა პორტრეტები.

ესმა ონიანი სამოცდაათიანელთა თაობის ღირსეულ წარმომადგენლად გვევლინება. მისი ორიგინალური მსოფლმხედველობა, ინდივიდუალური მხატვრული აზროვნება და ფერწერული მანერა 1970-იან წლებში ყალიბდება. ამ დროისათვის თავს იჩენს მხატვრის სწრაფვა რთული ფერწერული ამოცანების სინთეზური გადაწყვეტისადმი. საგნობრივი ფორმის ტრანსფორმირება, სივრცე-სიბრტყის, ტონალობაფერის გამოვლენა ერთ მთელში მისი შემოქმედებითი ინტერესების უმთავრეს საგანს წარმოადგენს. თანდათან იკვეთება მხატვრის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტი თუ მხატვრული ამოცანა: პლასტიკურ ფორმათა მეტყველი პასტოზური ძერწვა, სივრცობრივი პრობლემატიკა, სწრაფვა გამაერთიანებელი მოვარდისფრო გამის შექმნისაკენ. 1980-90-იანი წლებისათვის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სახეს იძენს საკუთარი მხატვრული მეთოდის დამკვიდრების, სამყაროსა და მისი სივრცულ-დროითი მახასიათებლების ავტორისეული გააზრების ინტენსიური პროცესი. სურათებში დომინირებს სამყაროს, როგორც ერთიანი მთელის ფერწერულ-პოეტური განცდა, მატულობს ფილოსოფიური განსჯის, მონუმენტურობის შეგრძნება. ნიშანდობლივია, რომ თავის შემოქმედებაში ე. ონიანი წარმატებით ავითარებს განსხვავებული სპეციფიკის მქონე სტრუქტურული ნიშნების ერთ მხატვრულ წყობაში ინტეგრირების რთულ ხაზს. მის ნამუშევრებში საფუძვლიანად არის თავმოყრილი და სინთეზირებული მხატვრის ძიებების ძირითადი მიმართულებები: პლასტიკურ ფორმათა ფერწერული ძერწვა, ცივი და თბილი ფერების ნიუანსირება სპეციფიკურ შუქ-ჰაეროვან მოწითალო გამაში, სტილიზებული, განზოგადებულ-მონუმენტალიზებული, ზოგჯერ აბსტრაჰირების ზღვართან მდგომი ლაკონიური ფორმების გადმოცემა.

ე. ონიანის ხელოვნება ხასიათდება მხატვრული გამომსახველობის დიდი ძალით და მკაფიო სახოვანებით. მის ნაწარმოებებში ნათლად მჟღავნდება სწრაფვა ცხოვრებისეულ მოვლენათა პირობით-პოეტური გარდასახვისაკენ. პირველ პლანზე ინაცვლებს „სახე-მოგონების“ თუ „სახე-განცდის“ მნიშვნელობის ხაზგასმა, ემოციური მგრძნობელობა, რასაც ავტორი ფერის ექსპრესიის გაძლიერებით, ფორმის ერთგვარი აბსტრაჰირების, სურათის სივრცობრივი და პლასტიკური კომპონენტების ორიგინალური შერწყმით ავლენს. საგნებისა და მოვლენების ხატოვან-ესთეტიკური აღქმით, ცხოვრების არსის სიღრმისეული განცდით მხატვარი საკუთარ სამყაროს პოეტურ ჟღერადობას, რომანტიკულ ინტონაციას ანიჭებს.

1969 წლიდან პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები, ავტორია 4 კრებულისა, რომლებშიც შესულია ლექსთა ციკლები თბილისურ ყოფასა და თბილისელებზე. 2000 წელს თბილისში მოეწყო მემორიალური გამოფენა და პრეზენტაცია წიგნისა „ლექსები, ესეები, წერილები”.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები