ჟურული ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჟურული ვარლამ''' − (1908 − 1965), ქართველი პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთი). 1935 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველად საზოგადოების წინაშე წარდგა პოეტური კრებულით – „ვარდის ფურცლობა”; 1924 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი
+
[[ფაილი:Varlam juruli.JPG|thumb|ვარლამ ჟურული]]
ნაწარმოებები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; თავდაპირველად იყო ფუტურისტ-ლეფელთა ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ „ახალთაობელებს”; ოთხი ათეული წლის მოღვაწეობის შედეგია პოეტური კრებულები: „ვარდის ფურცლობა”, „ნარაზენი”,
+
'''ჟურული ვარლამ''' − (1908 − 1965), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთი). 1935 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველად საზოგადოების წინაშე წარდგა პოეტური კრებულით – „ვარდის ფურცლობა”; 1924 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწარმოებები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; თავდაპირველად იყო ფუტურისტ-ლეფელთა ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ „ახალთაობელებს”; ოთხი ათეული წლის მოღვაწეობის შედეგია პოეტური კრებულები: „ვარდის ფურცლობა”, „ნარაზენი”, „ჩრდილოეთის დაპყრობა”, „ჩემი გაზაფხული”, „ლირიკა”, „ჩემი მერცხლები”, „ვაზის ცრემლები” და სხვა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
„ჩრდილოეთის დაპყრობა”, „ჩემი გაზაფხული”, „ლირიკა”, „ჩემი მერცხლები”, „ვაზის ცრემლები” და სხვა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
+
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:20, 8 აპრილი 2022 მდგომარეობით

ვარლამ ჟურული

ჟურული ვარლამ − (1908 − 1965), ქართველი პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთი). 1935 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველად საზოგადოების წინაშე წარდგა პოეტური კრებულით – „ვარდის ფურცლობა”; 1924 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწარმოებები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; თავდაპირველად იყო ფუტურისტ-ლეფელთა ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ „ახალთაობელებს”; ოთხი ათეული წლის მოღვაწეობის შედეგია პოეტური კრებულები: „ვარდის ფურცლობა”, „ნარაზენი”, „ჩრდილოეთის დაპყრობა”, „ჩემი გაზაფხული”, „ლირიკა”, „ჩემი მერცხლები”, „ვაზის ცრემლები” და სხვა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ნიკო ფიროსმანს
შველად მოხატე გადაჭრილი ხე,
შველი წამოდგა სამეკლდუროდა;
კლდე შეითოვლა, ხე შეიჭირხლა,
შველს ხევი ერგო, ღრე ემდუროდა.
შველი ცხოვრობდა უბინადროდა,
კლდედ მოიწყენდა, ხევში ჩარბოდა.
ითქმოდა ქება პურის კალოთა,
ვაზთა დიდება, ხილთა მკობანი,
მზე ენთო ცამდე საბრიალოთა, −
იხანძრებოდა ცის კაბადონი.
ვაზის წვენობა კალოს ხვაობა,
იყო კახეთის სანახაობა.
იმწვანა მდელო მშობელ მიწამა,
მთა იწალკოტა, ბარი შეითბო,
ყურძენი გატკბა სიმწიფიდამა,
სურნელი დადგა ზვარ-ნაშენითო.
მწვანით მორთული მთელი სამდელო
სხვა სურათია, სხვა საქართველო.
სიმღერა მიწყდა, როგორც წვიმის ხმა,
მე კი ვიმღერი, გულს რომ ვავედრო,
შხიოდა მწვადი, იყო ღვინის სმა,
ისმოდა სიტყვა საალავერდო:
− კიდევ ბევრია პური და ღვინო,
ჭიქა დასცალე, არ მოიწყინო.
ხე შემოხატე − შველი აიგო,
შველმა ინატრა ტყის ხმაურობა,
თურმე შამილის კლდემაც გაიგო
ხისა და შველის სადაურობა.
შველი შეღონდა, − ცის შესტიროს მან,
ბედგანწირულო ნიკო ფიროსმან?


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები